ოქროს საწმისის ორდენი (საქართველო)
From Wikipedia, the free encyclopedia
ოქროს საწმისის ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო; ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.[1] ორდენი მითიური ოქროს საწმისის სახელობისაა, რომელიც მდებარეობდა კოლხეთში, დღევანდელ დასავლეთ საქართველოში. ორდენი შემოღებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით 1998 წლის 26 ივნისს.
ოქროს საწმისის ორდენი | ||
---|---|---|
ქვეყანა | საქართველო | |
ტიპი | ორდენი | |
სტატუსი | გაიცემა | |
სტატისტიკა | ||
დაწესების თარიღი | 26 ივნისი, 1998 | |
რიგითობა | ||
მაღალი ჯილდო | წმინდა ნიკოლოზის ორდენი | |
დაბალი ჯილდო | ვახტანგ გორგასლის ორდენი |