From Wikipedia, the free encyclopedia
ვივიენ ვესტვუდი (ინგლ. Vivienne Westwood, დაბადებისას ვივიენ ისაბელ სუაირი; დ. 8 აპრილი, 1941 — გ. 29 დეკემბერი, 2022) — ინგლისელი მოდის დიზაინერი. ცნობილია თანამედროვე პანკისა და ახალი ტალღის მოდის მეინსტრიმში შემოტანისთვის. მალკოლმ მაკლარენის წყალობით, მისი სახელი სექს პისტოლზს უკავშირდება, რომელთან ერთადაც 1970-იან წლებში კინგზ როუდზე, ლონდონში ბუტიკი სახელწოდებით „სექსი“ ჰქონდა გახსნილი.
ვივიენ ვესტვუდი | |
---|---|
2011 წელს | |
მშობლიური სახელი | Vivienne Westwood |
დაბადების სახელი | ვივიენ ისაბელ სუაირი |
დაბადების თარიღი |
8 აპრილი, 1941 ტინტვისტი, ჩეშირი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
29 დეკემბერი, 2022 (81 წლის)[1] ლონდონი, ინგლისი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
ეთნიკურად | ინგლისელი |
ალმა-მატერი | უესტმინსტერის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მოდის დიზაინერი |
მეუღლე(ები) |
|
ჯილდოები | |
საიტი | viviennewestwood.co.uk |
დაკავებული იყო საიუველირო ნაკეთობებით. 1970-იან წლებში მუშაობდა მუსიკოს და მხატვარ მალკოლმ მაკლარენთან ერთად: მომდგარი და სპეციალურად გახეული ლატექსისა და ტყავის ტანისამოსი მოქლონებით (კოლექცია, 1976), ფეხბურთის მაისურები პორნოგრაფიული წარწერებით. ვესტვუდის მიერ ჯგუფ „სექს პისტოლზისათვის“ შექმნილი ტანსაცმელი მოდაში პანკის მოძრაობის ესთეტიკის კლასიკური განსახიერება გახდა. 1981 წლის კოლექციაში („მეკობრე“) გამოჩნდა ვესტვუდის სტილისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი: ისტორიული კოსტიუმებისადმი მიდრეკილება, ასიმეტრიული გამოჭრილობა, მრავალფენიანობა, გეომეტრიასთან და პროპორციებთან თამაში, ფაქტურათა და მოხატულობათა კონტრასტი. ყოველ კოლექციისათვის შემუშავებული იყო განსაზღვრული თემა: კრინოლინისა — „მინი კრინი“-ში (1985), ინგლისური კოსტიუმისა — „ტვიდ ჰარის“-ში (1987). ექსპერიმენტებს ატარებდა გამოჭრილობებში (ტურნიურის გადაქცევა თანამედროვე ტანსაცმლის ელემენტად) და სხვ.[2]
მიღებული ჰქონდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი (2006).[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.