From Wikipedia, the free encyclopedia
ვირჯინიის უნივერსიტეტი (ინგლ. University of Virginia ან უბრალოდ UVA) — საჯარო უნივერსიტეტი აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში. იგი 1819 წელს თომას ჯეფერსონმა დააარსა და დღეისათვის ერთადერთი უნივერსიტეტია აშშ-ში, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მონტიჩელოსთან ერთად. ის ერთ-ერთია აშშ-ის რვა საჯარო აივის უნივერსიტატთაგან.
მონტიჩელო და ვირჯინიის უნივერსიტეტი შარლოტსვილში* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | აშშ |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv, vi |
სია | |
რეგიონი** | ამერიკა |
კოორდინატები | 38°02′04″ ჩ. გ. 78°30′15″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 442 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 442 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ამერიკული ჟურნალ U.S. News & World Report-ის 2012 წლის გამოცემამ ვირჯინიის უნივერსიტეტი აშშ-ის საჯარო უნივერსიტებს შორის მეორე, ხოლო მთლიანად ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის 25-ე საუკეთესოდ დაასახელა.[23] უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი რანგის ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის,[24] შემოქმედებითი წერის,[25] ბიზნესის, სამართლისა და მედიცინის პროგრამებით.[26]
UVA პირველი საგანმანათლებლო ინსტიტუტი იყო, რომელმაც სტუდენტებს არჩევითი საგნების სისტემა შესთავაზა, ისევე როგორც ისეთი დისციპლინების აკადემიური პროგრამები, როგორებიცაა ასტრონომია, არქიტექტურა, პოლიტიკური მეცნიერებები და ფილოსოფია..[27] მისი ინჟინერიისა და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა პირველი იყო აშშ-ში, რომელიც სრული უნივერსიტეტის ნაწილს წარმოადგენდა.[28]
UVA-ს თავდაპირველ საბჭოში შემადგენლობას შორის იყვნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები — თომას ჯეფერსონი, ჯეიმზ მედისონი, ჯეიმზ მონრო. უნივერსიტეტის ტერიტორია მანამდე მონროს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიას წარმოადგენდა, რომლის ფერმერის საცხოვრებელ შენობაშიც ამჟამად უნივერსიტეტის რეზიდენტული კოლეჯია განთავსებული.[29]
უნივერსიტეტში ამჟამად 800 სტუდენტური ორგანიზაციაა რეგისტრირებული.[30]
ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე, ვირჯინიის უნივერსტიეტში აშშ-ის საჯარო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე მეტი აფრო-ამერიკელი სწავლობს.[31][32]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.