ვიტ ჯორჯია (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია — თბილისის საფეხბურთო კლუბი. რომელიც 1997 წლის ბოლოს დაარსდა, ორჯერ 2003–2004 და 2008–2009 წლების სეზონებზე გახდა საქართველოს ჩემპიონი. 2009 წელს სუპერთასის, ხოლო 2010 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ვეტერინარები | |||
დაარსდა | 1997 | |||
სტადიონი |
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი თბილისი, საქართველო (ტევადობა: 2000) | |||
პრეზიდენტი | გურამ რუხაძე | |||
მწვრთნელი | გოჩა ერაძე | |||
ლიგა | ეროვნული ლიგა 2 | |||
2023 | მე-6 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
კლუბის სპონსორია შპს ვიტ ჯორჯია, რომელიც ცხოველების საკვების, ვეტერინარული წამლების და პრეპარატების იმპორტით არის დაკავებული, ამის გამო კლუბის მეტსახელი „ვეტერინარებია“, ხოლო თავად კლუბის აბრევიატურა კი იშლება როგორც მსოფლიო ინოვაციური ტექნოლოგიები (WIT – World Innovation Technologies).
Nobless oblige — ეს ცნობილი, ძველი ფრანგული გამოთქმა არის „ვიტ ჯორჯიას“ სლოგანი, რაც ასე ითარგმნება: „ღირსება გვავალდებულებს“. სწორედ ეს სლოგანია გამოტანილი კლუბის ლოგოზეც.
კლუბის ტრადიციული ფერებია მწვანე და თეთრი, ხოლო მესამე ფერი შავი.