ვიშეგრადული ჯგუფი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიშეგრადული ჯგუფი, ან ვიშეგრადული ოთხეული, ან V4 — ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის კავშირი, ესენია: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი. კავშირის მიზანია კოოპერაცია და მათი შემდგომი ევროპული ინტეგრაცია. ჯგუფის სახელი ოთხივე ქვეყნის ენაზე არის: Visegrádská čtyřka ან Visegrádská skupina (ჩეხურად); Visegrádi Együttműködés ან Visegrádi négyek (უნგრულად); Grupa Wyszehradzka (პოლონურად); და Vyšehradská skupina ან Vyšehradská štvorka (სლოვაკურად). მას ხანდახან ასევე უწოდებენ ვიშეგრადულ სამკუთხედს, რადგან 1993 წელ ჩეხოსლოვაკიის გაყოფამდე ის წარმოადგენდა სამი სახელმწიფოს ალიანსს.
ტერმინს „ვიშეგრადი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვიშეგრადი (მრავალმნიშვნელოვანი). |
დასახელება მომდინარეობს 1991 წლის 15 თებერვალს სამი ქვეყნის პირველი პირის მიერ მოწყობილი სამიტიდან, რომელიც შედგა ვიშეგრადის ციხე-სიმაგრეში.[1]