ზაგრები
From Wikipedia, the free encyclopedia
ზაგრები (ხორ. Zagreb) — ხორვატიის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი დასახლებული პუნქტი.[3] მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, მდინარე სავას გასწვრივ, მთა მედვედნიცას სამხრეთ კალთაზე. ზაგრები მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 122 მ (400 ფუტი) სიმაღლეზე.[4][5] 2018 წელს ქალაქის სავარაუდო მოსახლეობამ 820 678 შეადგინა.[6] ზაგრების ქალაქური აგლომერაციის მოსახლეობის რაოდენობაა 1 086 528.[7] ქალაქში ხორვატიის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ცხოვრობს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ზაგრები Zagreb | |||||
ბან ელაჩიჩის მოედანი, გრადეცი, ზაგრების ეროვნული და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ზაგრების ხელოვნების პავილიონი, ხორვატიის ეროვნული თეატრი, კაპტოლი | |||||
| |||||
ქვეყანა | ხორვატია | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
შიდა დაყოფა | 17[1] | ||||
კოორდინატები | 45°49′00″ ჩ. გ. 15°59′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | მილან ბანდიჩი | ||||
დაარსდა | 1094 | ||||
პირველი ხსენება | 1094 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1242 | ||||
ფართობი | 641.29 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 122—1035[2] მ | ||||
ოფიციალური ენა | ხორვატული ენა | ||||
მოსახლეობა | 792,875 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 1,200 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1,110,517 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 01 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10000 | ||||
საავტომობილო კოდი | ZG | ||||
ოფიციალური საიტი | zagreb.hr | ||||
ზაგრები არის მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქი, მისი ისტორია მომდინარეობს რომაული დროიდან დღემდე. ქალაქის მახლობლად მდებარეობდა უძველესი რომაული დასახლება „ანდაუტონია“.[8][9][10][11] სახელი „ზაგრები“ პირველად ისტორიულ წყაოებში 1134 წელს ჩნდება. ზაგრები 1242 წელს გახდა სამეფო ქალაქი.[12][13][14][15][16] 1851 წელს ზაგრებს ჰყავდა თავისი პირველი მერი ჯანკო კამაუფი.[17][18][19][20]