![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/36/Sigmund_Freud%252C_by_Max_Halberstadt_%2528cropped%2529.jpg/640px-Sigmund_Freud%252C_by_Max_Halberstadt_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
ზიგმუნდ ფროიდი
ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ნევროლოგი / From Wikipedia, the free encyclopedia
ზიგმუნდ ფროიდი (გერმ. Sigmund Freud, გერ.: [ˈziːkmʊnt ˈfʁɔʏt]; სრული სახელი ზიგმუნდ სოლომონ ფროიდი გერმ. Sigismund Schlomo Freud; დ. 6 მაისი, 1856, ავსტრია-უნგრეთის პროვინცია მორავიაში, ქ. ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის ქ. პრჟიბორი — გ. 23 სექტემბერი, 1939, ლონდონში) — ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ზიგმუნდ ფროიდი}} |
იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ლტოლვა, წინააღმდეგობის პრინციპი და გადატანა (ტრანსფერი). ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი.
ფროიდი ლონდონში, 1939 წლის 23 სექტემბერს, 83 წლის ასაკში, პირის ღრუს კიბოთი გარდაიცვალა, რომლის გავრცელების შესაჩერებლად, 1923 წლიდან მოყოლებული, 33 ოპერაცია გადაიტანა და რომელმაც მას განუზომელი ფიზიკური ტანჯვა მიაყენა. ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, თუმცა მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა დააზიანა და ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.