ზურაბ აბაშიძე
ქართველი პოლიტოლოგი / From Wikipedia, the free encyclopedia
ზურაბ ირაკლის ძე აბაშიძე (დ. 11 ივნისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი დიპლომატი. ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი. დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია ესპანისტიკაში (1983). არის პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ესპანისტიკასა და პოლიტოლოგიაში. არის ავტორი წიგნისა „ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისკენ“ (2000). იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი (1976-1990).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზურაბ აბაშიძე (მრავალმნიშვნელოვანი). |