თავსურები
სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
თავსურები — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზემო სურების თემში (სოფლები: ზემო სურები, თავსურები, ტობახჩა, შველაურ-ციციბაური, ჩაკიტაური, წითელგორა, ჭალა-ქადაგაური). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 720 მ., ჩოხატაურიდან 30 კმ., ზემო სურებიდან 6 კმ. XIX საუკუნეში სოფელში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია.[2] საბჭოთა პერიოდში გავრცელებული იყო მეჩაიეობა და მეცხოველეობა.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
თავსურები | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარეგურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზემო სურები |
კოორდინატები | 41°56′28″ ჩ. გ. 42°29′43″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 720 მ |
მოსახლეობა | 48[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა