თოვლა თხა
From Wikipedia, the free encyclopedia
თოვლა თხა (Oreamnos americanus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძეა 150-175 სმ, წონა 80-135 კგ. აქვს თეთრი, გრძელი, ხშირი ბალნით დაფარული სხეული, პატარა (20-30 სმ სიგრძის), ოდნავ უკან გადახრილი რქები. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის კლდოვან მთებში. კარგადაა შეგუებული ციცაბო ფერდობებს. ცხოვრობს ერთეულებად ან ქმნის მცირერიცხოვან არვეს. შობს 1-2 თიკანს. თოვლა თხაზე ნადირობა აკრძალულია. შემორჩენილია აშშ-ის ნაკრძალებში (1200 ეგზ.) და კანადაში (2000 ეგზ.). ზოგიერთ ადგილას (კადიაკის კუნძული და სხვა) აკლიმატიზებულია.
სწრაფი ფაქტები თოვლა თხა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
თოვლა თხა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Oreamnos americanus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 42680 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
დახურვა