ამერიკელი მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
თომას კლეიტონ ვულფი (დ. 3 ოქტომბერი, 1900 — გ. 15 სექტემბერი, 1938) — ადრეული XX საუკუნის ამერიკელი რომანისტი.[3]
თომას ვულფი | |
---|---|
ინგლ. Thomas Wolfe | |
თომას ვულფი 1937 წელს | |
სრული სახელი | თომას კლეიტონ ვულფი |
დაბადების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1900 |
დაბადების ადგილი | ეშვილი, ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 15 სექტემბერი, 1938 (37 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბალტიმორი, მერილენდი, აშშ |
დასაფლავებულია | Riverside Cemetery[1] |
საქმიანობა | მწერალი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი[2] და ჩაპელ-ჰილის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერისტეტი[2] |
ჟანრი | პროზა, დრამა |
Magnum opus | მოხედე შენს სახლს, ანგელოზო |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[2] |
ხელმოწერა | |
მის კალამს ოთხი რომანი, არაერთი მოთხრობა, პიესა და ნოველა ეკუთვნის. მწერლის შემოქმედებისთვის დამახიასიათებელია ორიგინალური, პოეტური, რაფსოდული და იმპრესიონისტული პროზისა და ავტობიოგრაფიის სინთეზი. მის წიგნებში ამერიკული კულტურა მგრძნობიარე, სოფისტიკური და ჰიპერანალიტიკური პერსპექტივიდანაა ასახული.
გარდაცვალების შემდეგ ვულფს უილიამ ფოლკერმა თაობის უდიდესი ტალანტი უწოდა.[4] თავისი შემოქმედებით ვულფმა გავლენა მოახდინა ისეთ მწერლებზე, როგორებიც არიან ჯეკ კერუაკი, რეი ბრედბერი და ფილიპ როთი. ვულფი, როგორც ავტობიოგრაფიული პროზის ერთ-ერთი პირველი ავტორი, თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება. აგრეთვე იგი ყველაზე სახელგანთქმულ ჩრდილოეთ კაროლინელ მწერლად მიიჩნევა.
ქართულ ენაზე ნათარგმნია ვულფის რომანები: „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ და „შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები.“
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.