From Wikipedia, the free encyclopedia
იაგო ხვიჩია (დ. 19 მაისი, 1982, დიდი ჭყონი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. 2018 წლის 23 ივნისიდან „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარე. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.
იაგო ხვიჩია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
19 მაისი, 1982 დიდი ჭყონი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
პარტია | ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი |
2004 წელს იაგო ხვიჩიას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იაგო არის იურიდიული კომპანია „Tbilisi Legal Consulting“-ის დამფუძნებელი და ადვოკატი, იგი იყო ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, ლიცენზიებისა და ნებართვების დანერგვის პროექტის იურისტი. მოგვიანებით იაგო ხვიჩია მუშაობდა თბილისის მერიის, განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის იურისტად. იგი ასევე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდგომ კი 2009-2013 წლებში იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.[1][2]
2015 წელს შეუერთდა ახლადშექმნილ პოლიტიკურ პარტია „გირჩს“.
2018 წლის 23 ივნისიდან „გირჩის“ თავმჯდომარე.[3]
2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
2021 წლის 19 აპრილს იაგო ხვიჩიამ და „გირჩის“ ორმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. [4]
2022 წლის 20 სექტემბერს იაგო ხვიჩიამ პარლამენტის სხდომაზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე. [5] 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა იაგო ხვიჩიას კანდიდატურას სხვა კანდიდატებთან ერთად უყარა კენჭი, მაგრამ მან არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლო. [6]
2023 წლის 13 აპრილს საქართველოს პარლამენტმა 100 ხმით იაგო ხვიჩია საპროკურორო საბჭოს წევრად 4-წლიანი ვადით აირჩია. [7] [8]
2024 წლის 1 აპრილს „გირჩი“ საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორთა შორის იყო იაგო ხვიჩიაც. [9] იაგო ხვიჩიამ 2024 წლის 4 აპრილს ინიციატივას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. [10]
2022 წლის მარტიდან მიჰყავს გადაცემა „საქართველოს დაბადება“. [11]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.