From Wikipedia, the free encyclopedia
იალბუზისპირეთის ეროვნული პარკი (რუს. Приэльбрусье национальный парк) — ევროპის უმაღლესი მწვერვალის, იალბუზის (5642) ირგვლივ მდებარე ეროვნული პარკი. ციცაბო ხეობების იზოლაციის გამო ეროვნული პარკი ენდემიზმისა და ბიომრავალფეროვნების მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. პარკი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ერთ-ერთია კავკასიის რეგიონის 22 ეროვნული პარკიდან და რეგიონის 1.8%-ს ფარავს.[1] პარკი ყაბარდო-ბალყარეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და იალბუზისა და ზოლსკის რაიონებს მოიცავს.[2]
იალბუზისპირეთის ეროვნული პარკი ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს, რომელთა სიმაღლეც 1400-დან 5642 მეტრამდე მერყეობს. ეროვნული პარკის რელიეფი მოიცავს მწვერვალებს, მყინვარებს, ქედებს, ლავურ ნაკადებს, ტბების აუზებსა და ტყეებს. პარკის დასავლეთ საზღვარზე, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საზღვართან იალბუზი მდებარეობს. პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე მალკა და მდინარე ბაქსანი, რომელიც იალბუზს აღმოსავლეთით ჩამოუდის. პარკის სამხრეთი საზღვარი საქართველოს რესპუბლიკის საზღვართან გადის. დაახლოებით 155 კმ², პარკის 15.3% მყინვარებსა დამუდმივ თოვლიან საფარს უკავია.[3]
ეროვნული პარკი კავკასიის შერეული ტყეების ეკორეგიონს მიეკუთვნება და მსოფლიოში ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ეკორეგიონია. ბიომრავალფეროვნებას ზიმაღლებრივი ვარიაციები და ეკოლოგიური ზონები განსაზღვრავს.[4][5]
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით იალბუზისპირეთი არქტიკულ კლიმატურ სარტყელშია. ამ სარტყელში წელიწადში სულ ცოტა ერთი თვე ისეთია, როცა საშუალო თვიური ტემპერატურა საკმარისია თოვლი დასადნობად (0 °C (32 °F)), მაგრამ არცერთი თვის საშუალო ტემპერატურ არ აღემატება 10 °C-ს (50 °F).[6][7]
პარკის ყველაზე დაბალ ადგილებში ძირითადად წიწვოვანი ტყეებია, განსაკუთრებით ფიჭვი. ჭაობიან და სველ ადგილებში ველური ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი ხარობს. ზემო სარტყელში ფართოფოთლოვანი ხეები, ხოლო სუბ-ალპურ სონაში ბუჩქები ხარობს. ალპური მდელოებზე მაღლა თოვლიანი და კლდოვანი რელიეფია.[2][8]
ტყის ძუძუმწოვართა შორის აღსანიშნავია სტეპების მგელი, ევროპული ჯაკალი, წითელი მელა, გარეული ღორი და სირიული ყავისფერი ღორი.[8]
ეროვნული პარკი სამთო სპორტის - თხილამურებით სრიალის, ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვის ცენტრია. პარკის ტერიტორიაზე კემპინგის, სახმელეთო ტრანსპორტის ტურებისა და ეკო-ტურების მოწყობაა შესაძლებელი. ტურიზმის განვითარებისთვის პარკის ტერიტორიაზე საჭირო ობიექტებია მოწყობილი (პარკის აზღვრებში ექვსი პატარა დასახლებაა მოწყობილი). პარკი ქალაქ ნალჩიკიდან 90 კმ-ში მდებარეობს.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.