იამაიკის გერბი
From Wikipedia, the free encyclopedia
იამაიკის გერბი — იამაიკის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო. პრაქტიკულად წარმოადგენს 1661 წლამდე არსებულ ბრიტანული სამეფო ორდერის მცირეოდენ მოდიფიკაციას.
სწრაფი ფაქტები იამაიკის გერბი, დეტალები ...
იამაიკის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
მატარებელი | დედოფალი ელისაბედ II |
დამტკიცდა | 1962 წელს. |
ჩაფხუტი | ოქროსფერი, უშუალოდ ფარის თავზე. |
ფარი | თეთრ ფონზე გამოსახულია წითელი ჯვარი, რომელზეც განლაგებულია ხუთი ანანასი (ერთი ცენტრში, თითო-თითო კი მკლავებზე). |
ფარმჭერები | ინდიელი კაცი (მარჯვნივ) და ქალი (მარცხნივ). კაცს მარცხენა ხელში მშვილდი უკავია, ხოლო ქალს - ხილის კალათა მარჯვენა ხელში, მეორე ხელით კი ფარს ეყრდნობიან. |
დაფუძნება | სადევიზე ლენტი. |
დევიზი | „OUT OF MANY, ONE PEOPLE” (ლათინური დამწერლობით) |
დახურვა
ფარზე გამოსახული სიმბოლო — წითელი ჯვარი თეთრ ფონზე, ე.წ. წმინდა გიორგის ჯვარი, აღებულია გაერთიანებული სამეფოს დროშიდან და გამოხატავს რამდენიმესაუკუნოვან კავშირს იამაიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის. გერბზე გამოსახულ ადგილობრივ მცხოვრებლებს ხელში უჭირავთ ხილის კალათა და მშვილდი, რაც მათ ძირითად საქმიანობაზე (მიწათმოქმედება და მონადირეობა) მიგვანიშნებს.