ლათინური დამწერლობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლათინური დამწერლობა (რომაული ანბანი, ლათინურ ენაზე „abecedarium“ [აბეცედარიუმი]) — თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანბანური დამწერლობა. მას რომანული, გერმანიკული, ფინურ-უგორული, სლავური, თურქული და სხვა ენები გამოიყენებენ.
ლათინური დამწერლობა 26 ასო-ნიშნისაგან შედგება. ენათა ჟღერადობრივი ბუნების მიხედვით ეს ასო-ნიშნები სხვადასხვაგვარად წარმოითქმება. მათ ასევე სხვადასხვა სახელი გააჩნიათ. ზოგ ბგერათა გადმოსაცემად სხვადასხვა ვარიანტი არსებობს სხვადასხვა ენაში.
- მაგ. ბგერა „შ“ არ არსებობს ლათინურ ენაში, რის გამოც შ-ბგერის მქონე სხვადასხვა ენაში ეს პრობლემა გადაწყვეტილია სხვადასხვაგვარად. „შ“ ინგლისურში არის Sh, sh, ფრანგულში - Ch, ch, გერმანულში - Sch, sch, სერბულ-ხორვატულში - Š, š, პოლონურში - Sz, sz, ან Ś, ś, თურქულში - Ş, ş.
სწრაფი ფაქტები ლათინური დამწერლობა ...
ლათინური დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | რომანული ენები, გერმანიკული ენები, ფინურ-უგრული ენები, სლავური ენები, თურქული წარმოშობის ენები, აფრიკის ენები და აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის ენები. | |
დროის პერიოდი: | ძვ. წ. 400-დან დღემდე | |
წინამორბედი დამწერლობები: | ქანაანური დამწერლობა ფინიკიური დამწერლობა ბერძნული დამწერლობა ძველი იტალიკური დამწერლობა ლათინური დამწერლობა | |
დობილი დამწერლობები: | კირილიცა კოპტური რუნული | |
ISO 15924 კოდი: | Latn | |
დახურვა
ანბანის სახელწოდებაც სხვადასხვაა ზოგ ქვეყანაში. მაგ.; სლავურ ქვეყნებში ლათინურ ანბანს „ლატინიცას“, „ლატინკას“, ან უბრალოდ „აბე-ცე-დას“ უწოდებენ.