იაპონიის ალპები
From Wikipedia, the free encyclopedia
იაპონიის ალპები (იაპონ. 日本アルプス) — ჰიდის, კისოსა და აკაისის ქედების კრებითი სახელწოდება იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე. მაქსიმალური სიმაღლე 3193 მ (მთა კიტა). ვულკანებიდან მნიშვნელოვანია ონტაკე (3067 მ). არის 7 მყინვარი.[1] ჰიდის ქედზეა ტიუბუ-სანგაკუს ეროვნული პარკი, ხოლო აკაისის ქედზე მინამის ალპების ეროვნული პარკი. განვითარებულია თხილამურებით სრიალი და ალპინიზმი.[2] სახელწოდება „იაპონიის ალპები“ მარტოოდენ ჰიდის მთების აღსანიშნავად შემოიღი ინგლისელმა არქეოლოგმა უილიამ გოულანდმა, ხოლო გაავრცელა ინგლისელმა მისიონერმა უოლტერ უესტონმა, რომლის მემორიალური დაფა განლაგებულია კამიკოტის ხეობაში, ჰიდის მთებში. ამჟამად ტერმინი კისოსა და აკაისის ქედებზეც ვრცელდება.[3]
სწრაფი ფაქტები იაპონიის ალპები ...
იაპონიის ალპები | |
---|---|
აკაისის ქედი | |
კოორდინატები: 35°40′27″ ჩ. გ. 138°14′12″ ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
უმაღლესი წერტილი | კიტა |
სიმაღლე | 3193 მ |
სურათები ვიკისაწყობში |
დახურვა