იდუმალა
From Wikipedia, the free encyclopedia
იდუმალა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: ოშორა).[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. წყაროებში მოიხსენიება XVI საუკუნიდან.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
იდუმალა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
თემი | იდუმალა |
კოორდინატები | 41°35′42″ ჩ. გ. 43°13′53″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 1100 მ |
მოსახლეობა | 299[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 96 % სომხები 4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
1949 წლის 2 აგვისტოს სოფელ იდუმალას შეუერთდა ასპინძის სასოფლო საბჭოს სოფელი მლაშიხევი[2].