From Wikipedia, the free encyclopedia
იეზდიგერდ II (სპარსულიდან „ღვთის მიერ შექმნილი“) — სასანიდური ირანის მე-16 შაჰინშაჰი (438–457), ბაჰრამ V-ის შვილი.
იეზდიგერდ II | |
---|---|
სპარს. یزدگرد ძვ. ბერძნ. Ἰσδιγέρδης | |
იეზდიგერდის მონეტები | |
სასანიდური ირანის მე-16 შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 438 |
მმართ. დასასრული: | 457 |
წინამორბედი: | ბაჰრამ V |
მემკვიდრე: | ჰორმიზდ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 457 |
შვილები: |
პეროზ I ჰორმიზდ III ბალაში |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | ბაჰრამ V |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
ხელისუფლებაში მოსვლის თანავე დაიწყო მასიური საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ რომის იმპერიის წინააღმდეგ, მაგრამ 441 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუს II-მ (408-450) ზავზე დაითანხმა და იეზდიგერდმა შეწყვიტა ომი.
რომთან ზავის დადების შემდეგ იეზდიგერდმა სპარსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეუტია ჰუნებს, რომლებიც მაშინ მის უკიდურეს ტერიტორიებს აოხრებდნენ. სპარსეთის შაჰმა კვლავ გაიმარჯვა და მომთაბარეები ამუდარიის ჩრდილოეთით განდევნა.
თავისი ლაშქრობების მსვლელობისას, იეზდიგერდმა დაადანაშაულა ქრისტიანები და იუდეველები ღალატში.
მალევე ცენტრალურ ხელისუფლებას აუჯანყდნენ სომხები. 451 წლის 26 მაისს ვასპურაკანის ტერიტორიაზე გაიმართა ბრძოლა, სადაც სომხების მთავარსარდალი ვარდან მამიკონიანი იყო. სპარსეთის 220 ათასიანმა ჯარმა გაანადგურა[1] სომეხთა 60 ათასიანი არმია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.