რუსი ფერმწერი From Wikipedia, the free encyclopedia
ივანე ივანეს ძე შიშკინი (რუს. Шишкин, Иван Иванович; დ. 13 (25) იანვარი, 1832, ელაბუგა, — გ. 8 (20) მარტი, 1898, პეტერბურგი) — რუსი ფერმწერი, რეალისტური პეიზაჟური ფერწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.
ივანე შიშკინი | |
---|---|
დაიბადა | 25 იანვარი, 1832 |
დაბადების ადგილი | ელაბუგა, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 20 მარტი, 1898 (66 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია[1] |
ეროვნება | რუსი |
სფერო | მხატვრობა |
მომზადება |
მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი, საიმპერატორო სამხატვრო აკადემია |
მიმდინარეობა | რეალიზმი |
ჟანრი | პეიზაჟი |
ცნობილი ნამუშევრები | დილა ფიჭვის ტყეში |
1852-1856 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში ხოლო 1856-1865 წლებში პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში ს. ვორობიოვთან. 1862-1865 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის პენსიონერი მიუნხენში, პრაღასა და დიუსელდორფში, აკადემიკოსი (1865), პროფესორი (1873), მოძრავი სამხატვრო-საგამოფენო ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი. თავდაპირველად რომანტიკული პეიზაჟური ტრადიციების მიმდევარი („კუნძულ ვალაამის ხედი“, 1858). 1860-იან წლებში უარყო კოლორიტისა და შუქ-ჩრდილის პირობითობა და რეალისტურ პოზიციებზე დადგა. ამ პერიოდიდან ზუსტად გადმოსცემს რუსული ბუნების მრავალფეროვნებას („ტყის კაფვა“, 1867), მის სიდიადეს და სილამაზეს, აღწევს ტონალურ მთლიანობას: „მზით განათებული ფიჭვები“ (1886), „დილა ფიჭვის ტყეში“ (1889, დათვები დახატა ა. სავიცკიმ).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.