ინგლისის პრემიერლიგა 2019-2020
From Wikipedia, the free encyclopedia
ინგლისის პრემიერლიგა 2019-20 — ინგლისის პროფესიული საფეხბურთო ლიგის პრემიერლიგის 28-ე სეზონი. მანჩესტერ სიტი სეზონს ზედიზედ ორგზის გამარჯვებით შეხვდა, ასევე სიტიმ წინა წელს შიდა ტრებლის შესრულება შეძლო. 1990 წლის შემდეგ ლივერპულმა ლიგა მეცხრამეტედ მოიგო, ეს მერსისაიდული კლუბისთვის პირველი პრემიერლიგური ტიტულია.
პრემიერლიგა სამი თვე შეჩერებული იყო კორონავირუსის პანდემიის გამო, მას შემდეგ, რაც 2020 წლის 13 მარტს სხვადასხვა კლუბის რამდენიმე წარმომადგენელს დაუდგინა კორონავირუსი. თავდაპირველად ლიგის თამაშები გადაიდო 4 აპრილამდე, თუმცა საბოლოოდ სეზონი ივნისის შუა რიცხვებში აღდგა.17 ივნისს ჩატარდა ორი გამოტოვებული თამაში, 19-22 ივნისს კი განახლდა დარჩენილი ტური.[1]
2019–20 სეზონში დაინეგა ვიდეო ასისტენტ რეფერის (ვარ) სისტემა.[2] ცვლილებები შეეხო გარკვეულ წესებს, რომლებიც უკავშირდება უკანა პასებს, პენალტებს და ხელით თამაშს.[3]