From Wikipedia, the free encyclopedia
ინი (გერმ. Inn, ლათ. Aenus, Oenus) — მდინარე შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 517 კმ, აუზის ფართობი 25.700 კმ². სათავე აქვს შვეიცარიის ალპებში, ზღვის დონიდან 2484 მ სიმაღლეზე. ქალაქ როზენჰაიმის ქვემოთ კვეთს ბავარიის პლატოს და მდინარე დუნაისთან შეერთებამდე ჭრის ბავარიის ტყის შტოქედს. ქალაქ პასაუს სიახლოვეს შეერთვის მდინარე დუნაის. თითქმის 2/3 მოქცეულია ალპების ფარგლებში. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა შემოდგომასა და ზამთარში. სანაოსნოა მდინარე ზალცახის შესართავიდან. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად.
ინი | |
---|---|
მდინარე ინი | |
ქვეყანა |
შვეიცარია ავსტრია გერმანია |
ქალაქები | ინსბრუკი |
სათავე |
შვეიცარიის ალპები 46°24′50″ ჩ. გ. 9°40′00″ ა. გ. |
შესართავი |
დუნაი 48°34′22″ ჩ. გ. 13°28′43″ ა. გ. |
სიგრძე | 517 კმ |
აუზის ფართობი | 25.700 კმ² |
მდინარე ინის აუზი | |
— სათავე, — შესართავი | |
ინი ვიკისაწყობში |
ინის ნაპირზე გაშენებულია არაერთი ქალაქი, მათგან აღსანიშნავია ინსბრუკი. წყლის საშუალო ხარჯი ქალაქ პასაუსთან შეადგენს 738 მ³/წმ-ს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.