იონჯა
From Wikipedia, the free encyclopedia
იონჯა (ლათ. Medicago) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. უმთავრესად ერთ- და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს 70–90 სმ (ზოგჯერ 150 სმ) სიგრძის ღეროები, რომლებიც ბუჩქს ქმნიან. ფოთოლი სამყურაა, ყვავილედი-მტევანი 15–20 კაშკაშა ყვავილით. ნაყოფი სპირალისებურად დახვეული პარკია. ოვალურთირკმლოსებრი თესლი ყვითელი ან მოყვითალო-წაბლაა. ფესვთა სისტემა მთავარღერძოვანი, მძლავრი და დატოტვილია, ნიადაგში ღრმად (5–10 მ-მდე) ჩადის. იონჯის სამშობლოა ირანი, ცენტრალური აზია და კავკასიის მთები და მთისწინები. საქართველოში იონჯა ყველგან გვხვდება. გავრცელებულია სლავური ადგილობრივი და უნგრული ადგილობრივი ჯიშები. ადგილობრივი ჯიშია ქართული იონჯა.
სწრაფი ფაქტები იონჯა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
იონჯა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Medicago littoralis | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Medicago | ||||||||||||
|
დახურვა