From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერატორი იტოკუ (იაპონ. 懿徳天皇; დ. ძვ. წ. 553 — გ. 6 ოქტომბერი ძვ. წ. 477) — იაპონიის მე-4 იმპერატორი [1] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [2] ისტორიკოსები იმპერატორ იტოკუს მოიხსენიებენ, როგორც ლეგენდარულ პიროვნებას.
იმპერატორი იტოკუ | |
---|---|
懿徳天皇 | |
იაპონიის მე-4 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 510 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 477 |
წინამორბედი: | ანეი |
მემკვიდრე: | კოსიო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 553 |
გარდ. თარიღი: | 6 ოქტომბერი ძვ. წ. 477 |
მამა: | იმპერატორი ანეი |
იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წელი უცნობია.[3] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[4]
გუკანშო წერდა, რომ ანეი მართავდა მიგარიო უკენა ნო მიას სასახლიდან, რომელიც დღეს იამატოს პროვინციის სახელით არის ცნობილი.
ისტორიკოსების აზრით იტოკუ უდავოდ ლეგენდის ნაწილია. კოძიკი მის შესახებ მარტო სახელს და გენეოლოგიას წერს. ნიჰონ შოკი იტოკუს იხსენიებს, როგორც მეორე იმპერატორს „რვა არადარეგისტრირებული მონარქიდან“ (იაპონ. 欠史八代).[5] გუკანშო წერს, რომ იტოკუ იმპერატორ ანეის შვილი იყო.
იმპერატორ იტოკუს მმართველობის დროს იაპონიის დედაქალაქი კარუ იყო.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.