იუტები
From Wikipedia, the free encyclopedia
იუტები (გერმ. Jüten) — გერმანული ტომი, რომელიც ახ. წ. I ათასწლეულის დამდეგს ცხოვრობდა იუტლანდიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იუტები (მრავალმნიშვნელოვანი). |
V–VI საუკუნეებში იუტების ნაწილი ანგლებთან და საქსებთან ერთად გადასახლდა ბრიტანეთში და მის სამხრეთ-აღმოსავლეთში დააარსა კენტის სამეფო. მატერიკზე დარჩენილი იუტები დაიმორჩილეს დანიელებმა. მოგვიანებით იუტები შევიდნენ დანიისა და ინგლისის ხალხების შემადგენლობაში.