From Wikipedia, the free encyclopedia
კაგოსიმის პრეფექტურა (იაპ. 鹿児島県) — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კუნძულ კიუსიუზე და დამატებით მოიცავს რიუკიუს კუნძულებსაც.[1] კაგოსიმის პრეფექტურის მოსახლეობა 1 599 779 ადამიანს შეადგენს (2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით) და მას 9 187 კვადრატული კილომეტრის ფართობი უჭირავს. კაგოსიმას პრეფექტურას ესაზღვრება: კუმამოტოს პრეფექტურა - ჩრდილოეთით და მიაძაკის პრეფექტურა - ჩრდილო-აღმოსავლეთით.
კაგოსიმის პრეფექტურა 鹿児島県 | |
---|---|
კაგოსიმის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | კიუსიუ |
კუნძული | კიუსიუ |
კოორდინატები | 31°24′ ჩ. გ. 130°31′ ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | კაგოსიმა |
ISO 3166-2:JP | JP-46 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 9 187.01 კმ² (10) |
მოსახლეობა | (2019) |
სულ | 1 599 779 ად. (24) |
სიმჭიდროვე | 170 ად./კმ² |
რაიონი | 8 |
მუნიციპალიტეტი | 48 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Cinnamomum camphora |
ყვავილი | Rhododendron kiusianum |
ფრინველები | Garrulus lidthi |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | კოიჩ შოიტა |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
კაგოსიმა არის კაგოსიმის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა, მსხვილ ქალაქებს შორისაა: კირიშიმა, კანოია და საცუმასენდაი . [2] კაგოსიმას პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს ყველაზე სამხრეთ ნაწილში და მოიცავს რიუკუს კუნძულების საცუნანის ჯგუფს. კაგოშიმას პრეფექტურის მთავარი ტერიტორია ვრცელდება არიაკის ზღვიდან წყნარი ოკეანეის სანაპიროზე მდებარე შიბუშის ყურემდე. ის მოიცავს კაგოსიმას ყურის მიერ შექმნილ ორ ნახევარკუნძულსაც.
კაგოსიმის პრეფექტურა მოიცავს უძველესი იაპონური პროვინციების ოსუმისა და საცუმას, ასევე რიუკიუს კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილს (საცუნანი). [3] ამ რეგიონმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეიძის რესტავრაციაში, ხოლო ქალაქი კაგოსიმა მნიშვნელოვანი საზღვაო ბაზა იყო იაპონიისთვის მე -20 საუკუნის ომების დროს. ის ასევე წარმოადგენდა ადმირალის ტიგო ჰეიჰაჩიროს სამშობლოს.
კაგოსიმის პრეფექტურის ორი მთავარი ეთნიკური ჯგუფია იაპონელები და რიუკიანები (ამამის კუნძულები).
კაგოსიმას პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საცუმას ნახევარკუნძულზე და ისუმის ნახევარკუნძულზე . ამ პრეფექტურაში ასევე შედის კუნძულების ჯაჭვი, რომლებიც გადაჭიმულია კიუსიუს სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფია ამამის კუნძულები. მის დასავლეთით მდებარეობს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, სამხრეთით ოკინავას პრეფექტურა, ჩრდილოეთით კუმამოტოს პრეფექტურა და აღმოსავლეთით მიაძაკის პრეფექტურა. პრეფექტურის სანაპირო ზოლი 2 632 კილომეტრია (28 კუნძულის სანაპირო ზოლის ჩათვლით) პრეფექტურის ორი ნახევარკუნძულით, საცუმასა და ოსუმით შექმნილია კაგოშიმას ყურე. მდებარეობის გამო პრეფექტურას ,,იაპონიის კარიბჭედ" მოიხსენიებენ. მთლიანად კიუსიუს რეგიონის მოსახლეობა დაახლოებით 13 მილიონია, საიდანაც 2 მილიონზე ნაკლები კაგოსიმის პრეფექტურაში ცხოვრობს.
პრეფექტურაში მდებარეობს აქტიური და პასიური ვულკანების ჯაჭვი. ეს ვულკანები ქალაქ კაგოსიმის მიმდებარედ მდებარეობს და ვულკანის გააქტიურების პერიოდში მოსახლეობა ფერფლისგან თავდასაცავად ქოლგებით გადაადგილდება. საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ძირითადი ამოფრქვევები მოხდა 1914 წელს, როდესაც მთა ჩამოიშალა და მთავარ მიწას შეუერთდა. ნიადაგში ვულკანური ელემენტების არსებობის გამო, პრეფექტურაში რეკორდული ზომის დაიკონი იზრდება (დაახლოებით კალათბურთის ბურთის ზომის). პრეფექტურის სანაპირო ნაწილი სავსეა გამოფიტული ქვებით.პრეფექტურის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საკურორტო ქალაქ იბუსუკის მახლობლად, იშვიათი ჯიშის გველთევზას ბინადრობს.
2019 წლის 31 მარტისთვის პრეფექტურის მთლიანი მიწის ფართობის 13% ბუნებრივ პარკებად იყო გამოცხადებული, რომლეთა შორისაა: ამამი გუნტუ, კირიშიმა- კინკოვანი, უნზენ-ამაკუსა და იაკუშიმას ეროვნული პარკები. კოშიკიშიმასა და ნიჩიან კაიგანის კვაზი-ეროვნული პარკები; ასევე აკუნეს, ბონომას, ფუკიაგეჰამას, იმუტაიკეს, ოსუმი ნაიბუს, სენდაიგავა რიუიკის, ტაკაკუმაიამას და ტოკარა რეტტოს პრეფექტურული ბუნებრივი პარკები. [4][5]
კაგოშიმას პრეფექტურაში მდებარეობს ცხრამეტი ქალაქი:
პრეფექტურის სოფლები და მცირე ქალაქები რეგიონების მიხედვით:
იუსუი
ნაგაშიმა
მიშიმა
ტოშიმა
ჰიგაშიკუშირა
კიმოცუკი
კინკო
მინამიშუმი
მინამიტანი
ნაკატანე
იაკუშიმა
ამაგი
ჩინა
ისენი
კიკაი
სეტუჩი
ტაცუგო
ტოკუნოშიმა
უკენი
ვადომარი
იამატო
იორონი
საცუმა
ისაკი
კაგოშიმას უნივერსიტეტი
ფიტნესისა და სპორტის ეროვნული ინსტიტუტი კანოიაში
კაგოშიმას საერთაშორისო უნივერსიტეტი
კაგოშიმას გულის უმანკო უნივერსიტეტი
დაიიჩის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
შიგუკუკანის უნივერსიტეტი
კაგოშიმას პრეფექტურული კოლეჯი
კაგოშიმას გულის უმანკო კოლეჯი
კაგოშიმას ახალგაზრდა ქალთა კოლეჯი
დაიიჩის ბავშვთა განათლების უმცროსი კოლეჯი
ბანსეი ტოკკოს მშვიდობის მუზეუმი
ჩირანის მშვიდობის მუზეუმი კამიკაძე მფრინავებისთვის
მეიძის რესტავრაციის მუზეუმი
რეიმეიკანი, ისტორიული მასალის კაგოშიმას პრეფექტურული ცენტრი
უენოჰარას ობიექტი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.