კადმოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
კადმოსი (ძვ. ბერძნ. Κάδμος) — ძველბერძნულ მითოლოგიაში[1] — ფინიკიის მეფე აგენორის[2] და ტელაფასას (ან, ფერეკიდეს თანახმად არგიპას[3]), ევროპის ძმა. ტიფონთან ბრძოლისას დაეხმარა ღმერთებს.[4]. როდოსში ლინდიის ათენას მსხვერპლი შესწირა.[5]. კადმოსთან გადმოსული არაბები კუნძულ ევბეაზე დასახლდნენ.[6].