From Wikipedia, the free encyclopedia
კასრის ამბავი (ინგლ. A Tale of a Tub) 一 ირლანდიული წარმოშობის ინგლისელი სატირიკოსის, ჯონათან სვიფტის რიგით მეორე და ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სატირული ნამუშევარი, რომელიც 1704 წელს გამოიცა. კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ავტორის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ზოგის აზრით კი საუკეთესო, სატირულ ნაწარმოებს წარმოადგენს. ესაა ერთგვარი პროზაული პაროდია, რომელიც ე.წ. „დიგრესიებად“ არის დაყოფილი, რომელთა ფონზეც სამი ძმის ისტორიას ვეცნობით. თითოეული მათგანი დასავლური ქრისტიანობის სამ უმთავრეს დენომინაციას 一 კათოლიციზმს, პროტესტანტიზმსა და კალვინიზმს 一 სიმბოლიზირებს, რის გამოც, ხშირად, ჯოვანი ბოკაჩოს ცნობილ ნაშრომის, დეკამერონის მეხუთე ნაწილსაც კი უკავშირებენ ხოლმე.
„კასრის ამბავი“ | |
---|---|
A Tale of a Tub | |
პირველი გამოცემის თავფურცელი, 1704 | |
ავტორი | ჯონათან სვიფტი |
ქვეყანა | ინგლისის სამეფო |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ესე, სატირული ნაწარმოები |
გამოცემის თარიღი | 1704 |
მთარგმნელი | ქეთი ქანთარია |
ქართულად გამოიცა | 2019 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 252 |
ISBN | 9789941818028 |
იგავი „სამი ძმის შესახებ“ დასცინის ყოველგვარ რელიგიურ ექსცესიასა და განდგომილებას [1], ხოლო დიგრესიები წარმოადგენენ ლიტერატურის, პოლიტიკის, თეოლოგიის, ბიბლიური თემატიკისა და მედიცინის შესახებ შესრულებულ თანამედროვე პაროდიათა სერიას 一 მაშინ, როცა ავტორი ნაწარმოებზე მუშაობდა, პოლიტიკური და რელიგიური ინსტიტუტები ჯერ კიდევ გაუმიჯნავად მოქმედებდნენ გაერთიანებულ სამეფოში, შესაბამისად, ავტორი ამ ფაქტის მწვავე გაქილიკებას ვერ გასცდა.
ნაშრომმა დღის შუქი ავტორის შემოქმედებითი პერიოდის იმ ეტაპზე იხილა, როცა ის საკუთარ ტექსტებს ფსევდონიმის ქვეშ აქვეყნებდა, თუმცა ამ ნაწარმოების საკუთარი სახელის ქვეშ მიწერა იმდენად არ სურდა, რომ მის ავტორად, თავდაპირველად, მისი ბიძაშვილი, თომასი იყო გასაღებული 一 პიროვნება, რომელმაც სვიფტის ცხოვრებაში რელიგიური გარდატეხა მოახდინა.
ნაშრომი XIX საუკუნემდე განიხილებოდა, როგორც თავდასხმა ქრიასტიანულ მრწამსზე. [2][3] ტექსტი, ძირითადად, საშინელ შეფასებას იღებდა ადგილობრივი გავლენიანი პირებისგან, მაგალითად უილიამ უოტონი, ავტორის თანამედროვე ინგლისელი თეოლოგი წერდა, რომ „ავტორმა წამოიწყო ერთგვარი თამაში ღმერთისა და რელიგიის, ჭეშმარიტებისა და მორალური ფასეულობების, სწავლისა და მრეწველობის ფონზე, რათა ბოლოში ერთი რამ დაასკვნას 一 შეექმნას საზიზღარი წარმოდგენა ყველაფერზე, რაც უკავშირდება ქრისტიანობას“.[4] ერთ-ერთი კომენტატორი სვიფტს, ნაწარმოების გამო, შეადარა კრეისერს, რომელიც ყოველგვარ სიბინძურეს ისრუტავს. [5]
ნამუშევრის წყალობით ჯონათან სვიფტი საკმაოდ პოპულარული გახდა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, თუმცა, მისი ნამუშევრის არსი, ძირითადად, არასწორად აღიქვეს, მათ შორის თავად დედოფალმა ანამ, რომელმაც ესე სათქმელი ღვთის გმობად მიიჩნია.[6] შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოებმა ავტორი, იმ დროს, ყველანაირ უპირატესობას ჩამოაშორა, მის წინააღმდეგ განეწყო თავად ადგილობრივი ანგლიკანური ეკლესიაც , თუმცა, მაინც, მიიჩნევა მის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაშრომად.[6]
|HIDE_PARAMETER15=
, |HIDE_PARAMETER13=
, |HIDE_PARAMETER2=
, |HIDE_PARAMETER21=
, |HIDE_PARAMETER8=
, |HIDE_PARAMETER17=
, |HIDE_PARAMETER20=
, |HIDE_PARAMETER5=
, |HIDE_PARAMETER7=
, |HIDE_PARAMETER10=
, |HIDE_PARAMETER22=
, |HIDE_PARAMETER16=
, |HIDE_PARAMETER19=
, |HIDE_PARAMETER18=
, |HIDE_PARAMETER6=
, |HIDE_PARAMETER9=
, |HIDE_PARAMETER11=
, |HIDE_PARAMETER1=
, |HIDE_PARAMETER23=
, |HIDE_PARAMETER4=
, |HIDE_PARAMETER14=
, და |HIDE_PARAMETER12=
(დახმარება)Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.