კენტავრები
From Wikipedia, the free encyclopedia
კენტავრი (ძვ. ბერძნ. Κένταυρος) ან ცენტავრი (ლათ. Centaurus), სიტყვებიდან კენტეინ ტავროს, „ხარის მკვლელი“, ან კენტორეს „მხედარი“, ან კენტეო — ჩხვლეტა, ცემა, განგმირვა — ბერძნულ მითოლოგიაში თესალიელ ცხენკაცთა მძლავრი მოდგმა, ტყისა და გამოქვაბულთა დემონები, ტყიურები, ურჩხულები („ფერეს“); ურჩხი და უხეში ქმნილებანი, რომელთაც ცხენის ტანი და ადამიანის თავ-მკერდი, ხელები და გონება აქვთ. ლაპითების ამ უნდო მეზობელთა სიტლანქე იმდენად აღიარებულია, რომ ძველ ბერძნულში შეიქმნა სიტყვა „კენტავრიკოს“ — კენტავრულად, ე. ი. უხეშად.[1]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კენტავრი. |
სწრაფი ფაქტები კენტავრი ...
კენტავრი | |
---|---|
ახალგაზრდა კენტავრი. ელინისტური ქანდაკების რომაული შავ-თეთრი მარმარილოს ასლი. | |
არსება | |
სახელი: | კენტავრი |
აგრეთვე ცნობილი როგორც: | ცენტავრი |
კლასიფიკაცია | |
ჯგუფი: | მითური არსება |
ქვე-ჯგუფი: | მითური ჰიბრიდი |
მსგავსი არსებები: | მინოტავრი, სატირი, ჰარპიები |
მონაცემები | |
მითოლოგია: | ბერძნული |
ქვეყანა: | საბერძნეთი |
ბინადრობს: | მიწა |
დახურვა