From Wikipedia, the free encyclopedia
კერალა (მალაიალამურ ენაზე ― კერალამი) — შტატი სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში, მალაბარის ნაპირზე.[7] შეიქმნა 1956 წლის 1-ელ ნოემბერს, შტატების რეორგანიზაციის აქტის საფუძველზე, რომელმაც მალაიალამურ ენაზე მოსაუბრე რეგიონები: ტრავანკორი, სამხრეთი კანარა, მალაბარის ოლქი და კოჩინის სამეფო გააერთიანა.[8][9] კერალის ფართობი 38 863 კმ²-ია და სიდიდით 21-ე შტატია ინდოეთში. ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კარნატაკა ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთით — ტამილნადუ, ხოლო დასავლეთიდან — ლაკადივის ზღვა.[10] 2011 წლის აღწერის მიხედვით, კერალის მოსახლეობა 33 მილიონ ადამიანს შეადგენს და ინდოეთის შტატებისა და მოკავშირე ტერიტორიების სია მოსახლეობის მიხედვით მე-13 ადგილზეა ინდოეთის შტატებს შორის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. იყოფა 14 ოლქად. შტატის დედაქალაქია ტირუვანანტაპურამი. კერალის მოსახლეობის უმრავლესობა მალაიალამურ ენაზე საუბრობს, რომელიც შტატის ოფიციალური ენაცაა.[11]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
კერალა მალიალამი. കേരളം | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 10°00′00″ ჩ. გ. 76°18′00″ ა. გ. |
მმართველი | Pinarayi Vijayan[1] |
დაარსდა | 1 ნოემბერი, 1956[2] |
ფართობი | 38863±1 კმ² |
ოფიციალური ენა | მალაიალამური ენა[3] და ინგლისური ენა[4] |
მოსახლეობა | 34 523 726 (2017)[5] |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30[6] |
საავტომობილო კოდი | KL |
ოფიციალური საიტი | https://kerala.gov.in |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.