კიმ სოკ ჯინი (დ.4 დეკემბერი, 1992, გვაჩონი, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეელი მომღერალი, ცნობილ ბოიბენდ BTS-ის ვოკალისტი.

Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
კიმი, ხოლო სახელი — სოკ ჯინი.
სწრაფი ფაქტები კიმ სოკ ჯინი, ბიოგრაფია ...
კიმ სოკ ჯინი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი
აგრეთვე ცნობილი როგორც ჯინი
დაბ. თარიღი 4 დეკემბერი, 1992 (1992-12-04) (31 წლის)
დაბ. ადგილი გვაჩონი, გიონგის პროვინცია, სამხრეთი კორეა
წარმოშობა კორეა
ჟანრ(ებ)ი K-pop, ჰიპ-ჰოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 2013-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Big Hit Entertainment
წევრები ჯინი
ჯეი ჰოუპი
RM
შუგა
ჯიმინი
ვი
ჯონ-გუქი
ხელმოწერა
საიტი ibighit.com/bts/eng/discography/jin/
კიმ სოკ ჯინი ვიკისაწყობში
დახურვა

კარიერა

2013 წლის 13 ივნისს შედგა ჯინის დებიუტი, როგორც BTS-ის ვოკალისტის, სინგლით „No More Dream“ , ალბომიდან 2 Cool 4 Skool[1]. იმავე წელს ჯგუფა გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტანტები“ Melon Music Awards-სა და Golden Disk Awards-ზე. 11 სექტემბერს გამოვიდა მათი პირველი მინი-ალბომი O!RUL8,2?.

ჯინმა 2016 წელს გამოუშვა თავისი პირველი სინგლი ალბომიდან Wings სახელწოდებით ''Awake''. სიმღერამ 31-ე ადგილი დაიკავა Gaon Music Chart -ში და მე-6 ადგილი Billboard World Digital Singles Chart -ში.იმავე წელს მან გამოუშვა სიმღერის საშობაო ვერსია SoundCloud-ზე.

2018 წლის 9 აგვისტოს ჯინმა გამოუშვა თავისი მეორე სოლო ნამუშევარი „Epiphany“,როგორც თრეილერი BTS-ის მომავალი ალბომისა Love Yourself: Answer. სიმღერის ლირიკა ეხება ისეთ თემებს,როგორიცაა თვითმიმღებლობა და საკუთარი თავის სიყვარული. სიმღერის სრულმა ვერსიამ დაიკავა 30-ე ადგილი Gaon Music Chart-ში და მე-4 ადგილი Billboard World Digital Singles Chart -ში. ოქტომბერში, BTS-ის სხვა წევრებთან ერთად, ჯინს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გადასცა Hwagwan-ის კულტურული დამსახურების მეოთხე კლასის ჯილდო.

ჯინმა გამოუშვა სოლო სიმღერა „Moon“ ,რომელიც შედის BTS-ის 2020 წელს გამოსულ სტუდიურ ალბომში Map of the Soul: 7. „Moon“- მა დაიკავა პირველი ადგილი Gaon Digital Chart-ში და მეორე ადგილი Billboard's US World Digital Singles chart-ში.

ჯინს აქვს ორი დამოუკიდებელი სოლო თრეკი „Tonight“ (2019) და ''Abbys''(2020).

2016 წელს მან გამოუშვა Hwarang: The Poet Warrior Youth-ის ორიგინალი საუნდთრეკი „It’s Definitely You“ BTS-ის წევრ V-სთან ერთად.

ნომინაციები და ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.