From Wikipedia, the free encyclopedia
კიმი გა იო (იაპონ. 君が代?) — იაპონიის ეროვნული ჰიმნი და უმოკლესი ჰიმნი მსოფლიოში, რომელიც შედგება 32 სიმბოლოსგან.[1][2][3] მისი ტექსტი ეფუძნება ჰეიანის პერიოდის ვაკას პოეტური სტილის ერთ-ერთ ლექსს. დღევანდელი მელოდია აირჩიეს 1880 წელს, რითაც შეცვალეს თერთმეტი წლის წინ დაწერილი არაპოპულარული მელოდია.
კიმი გა იო | |
---|---|
ქართ. დაე გაგრძელდეს მეფობა შენი იაპონიის ჰიმნი ორიგინალური ტექსტითა და ქართული ტრანსლიტერაციით | |
ქვეყანა | იაპონია |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
ქართ. იაპონიის ეროვნული ჰიმნი |
ტექსტის ავტორი | ვაკას პოეტური სტილის ერთ-ერთი ლექსი, ჰეიანის პერიოდი, 794-1185 წლები |
მუსიკის ავტორი | იოშიისა ოკუ, აკიმორი ჰაიაში და ფრანც ეკერტი, 1880 წელი |
შემოღებულ იქნა | 1999 |
კიმი გა იო იყო იაპონიის ოფიციალური ჰიმნი იმპერიის პერიოდის დროს. მან დაკარგა თავისი სტატუსი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, თუმცა გამოიყენებოდა როგორც არაოფიციალური ჰიმნი. 1999 წელს იაპონიის პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო დროშისა და ეროვნული ჰიმნის შესახებ, რომელმაც დააკონონა იაპონიის დროშა და ჰიმნი.[1]
ჰიმნის ტექსტი პირველად გაჩნდა პოემების იაპონურ ანთოლოგიაში, კოკინ ვაკაშუში, როგორც ანონიმური პოემა. შემდგომში პოემა ჩართული იქნა მრავალ სხვა ანთოლოგიაში და გამოიყენებოდა, როგორც სადღესასწაულო სიმღერა საზოგადოების ყველა ფენის მიერ. თანამედროვე ჰიმნისგან განსხვავებით, პოემა იწყებოდა "ვა გა კიმი ვა"-თი (შენ, ჩემო ხელმწიფეო), ხოლო ჰიმნი იწყება "კიმი გა იოვა"-თი (შენი მეფობა). ტექსტი შეიცვალა კამაკურას პერიოდის დროს.[4]
1869 წელს ჯონ უილიამ ფენტონმა, სამხედრო ორკესტრის ხელმძღვანელმა, შეამჩნია, რომ იაპონიას არ ჰქონდა ეროვნული ჰიმნი. მან შესთავაზა საცუმას კლანის ოფიცერს, ოიამა ივაოს, შეექმნათ იგი. ოიამა დათანხმდა და შესთავაზა რამდენიმე ტექსტი..[5] შესაძლოა ასეთი ტექსტი იყო არჩეული გაერთიანებული სამეფოს ჰიმნთან - ღმერთო, დაიფარე დედოფალი - მსგავსების გამო.[6] ჰიმნის ტექსტის შექმნის შემდეგ გადაწყდა ჰიმნის მელოდიის შექმნა. ორი[7] ან სამკვირიანი მომზადების შედეგად, ჰიმნი წარუდგენეს იაპონიის იმპერატორს 1870 წელს.[6] ეს იყო "კიმი გა იოს" პირველი ვერსია, რომელიც უარყოფილი იქნა, რადგანაც მას, იმპერატორის აზრით, აკლდა "საზეიმო განწყობა".[8]
1880 წელს სამეფო ტახტის სამმართველომ მიიღო იოშიისა ოკუსა და აკიმორი ჰაიაშის მიერ დაწერილი ახალი მელოდია. ხშირად კომპოზიტორად ითვლება ჰირომორი ჰაიაში, რომელიც იყო აკიმორის მამა და აკიმორი ჰაიაშისა და იოშიისა ოკუს ზედამხედველი. აკიმორი არის ასევე ფენტონის ერთ-ერთი მოსწავლე.[6] მიუხედავად იმისა, რომ მელოდია არის დაფუძნებული ტრადიციულ იაპონურ სამეფო მუსიკაზე, მასში იგრძნობა დასავლური ჰიმნების ზეგავლენა და ფენტონის თავდაპირველი არანჟირების ელემენტები.[9] ჰიმნის მეორე მელოდია შექმნა გერმანელმა მუსიკოსმა ფრანც ეკერტმა. მან დაუმატა მელოდიას დასავლური ჰარმონია და შექმნა კიმი გა იოს მეორე ვერსია, რომელიც დღესაც გამოიყენება. 1893 წელს კანაგაიოს შესრულება დაიწყეს სკოლებში.[4]
სახელმწიფო დროშისა და ეროვნული ჰიმნის შესახებ კანონი მიღებულ იქნა 1999 წელს. მის თანახმად ჰინომარუ და კიმი გა იო ხდებოდნენ სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოები. კანონის მიღება დააჩქარა ქალაქ ჰიროსიმას ერთ–ერთი სკოლის დირექტორის თვითმკლელობამ, რომელმაც ვერ გადაწყვიტა დავა სკოლის საბჭოსა და სკოლის მასწავლებელებს შორის ჰინომარუსა და კიმი გა იოს გამოყენების გამო.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ქეიძო ობუტიმ გადაწყვიტა 'ჰინომარუსა და კიმი გა იოსთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება. ჰირომუ ნონაკას სახელმწიფო სომბოლოების მიღება სურდა იმპერატორ აკიჰიტოს კორონაციიდან მე-10 წელს.
სიმბოლოების მიღების მომხრეები იყვნენ LDP და CGP, ხოლო ოპოზიციაში ჩადგნენ SDPJ (იაპონიის სოციალ-დემოკრატიული პარტია) და იაპონელი კომუნისტები. იაპონიის დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ნაოტო კანი გამოვიდა სიმბოლოების მიღების მხარდაჭერით.[10]
იაპონიის პარლამენტმა კანონი მიიღო 1999 წლის 22 ივლისს, 403 მომხრითა და 86 მოწინააღმდეგით.[11]
ოფიციალური ტექსტი[12] | ჰირაგანა | ქართული ტრანსლიტერაცია | თარგმანი |
---|---|---|---|
君が代は |
きみがよは |
კიმი გა იო ვა |
დაე გაგრძელდეს მეფობა შენი, |
ჰეიანის პერიოდიდან ან უფრო ადრეც, სიტყვა "კიმი" გამოიყენებოდა როგორც:
მაგალითად, ნაწარმოებში "მოთხრობა გენჯის შესახებ" პროტაგონისტ ჰიკარუ გენჯის (იაპონ. 光源氏?) ასევე კიმის უწოდებენ - ჰიკარუ ნო კიმი.
1946 წლის 3 ნოემბერს მიღებული იაპონიის კონსტიტუციის თანახმად, იმპერატორი აღარ არის იაპონელთა სუვერენი, არამედ სახელმწიფოსა და ერის ერთიანობის სიმბოლო.
1999 წელს, როდესაც მიმდინარეობდა დებატები ეროვნული ჰიმნისა და დროშის შესახებ კანონის ირგვლივ, რამდენიმეჯერ დაისვა კიმისა თუ კიმი გა იოს მნიშვნელობის საკითხი.
ამ სეკითხვებზე პასუხი გასვა პრემიერ-მინისტრმა კეიძო ობუჩიმ 1999 წლის 29 ივნისს:
"კიმი" აღნიშნავს იმპერატორს, როგორც სახელმწიფოსა და ერის ერთიანობის სიმბოლოს, და რომლის პოზიცია დაფუძნებულია იაპონიის მოქალაქეთა კონსენსუსურ სურვილზე. ხოლო ფრაზა კიმი გა იო აღნიშნავს ჩვენ სახელმწიფოს, რომლის ტახტზე, როგორც სახელმწიფოსა და ერის სიმბოლო, ზის იმპერატორი. ამიტომაც სწორად მიმაჩნია, ტექსტში იყოს სიტყვები კი მი გაიო, რადგანაც ეს არის იაპონელი ერის სურვილი.[15]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.