კინგსტონი
იამაიკის დედაქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
კინგსტონი (ინგლ. Kingston) — იამაიკის დედაქალაქი, ქვეყნის უდიდესი ქალაქი და მთავარი ნავსადგური. მდებარეობს კარიბის ზღვაში, იამაიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ქალაქს ზღვის მხრიდან პალისადოსის გრძელი და ვიწრო სრუტე ეკვრის, რომლითაც დაკავშირებულია ქალაქ პორტ-როიალთან. არის ამერიკის აშშ-ის სამხრეთით მდებარე უდიდესი ინგლისურენოვანი ქალაქი. იგი არა მარტო ქვეყნის დედაქალაქი, არამედ სამკერვალო და კვების მრეწველობის ცენტრია.
დედაქალაქი | |
---|---|
კინგსტონი Kingston | |
A city which hath foundations | |
ქვეყანა | იამაიკა |
რეგიონი | სურეისურეი |
ოლქი | კინგსტონი |
კოორდინატები | 17°59′00″ ჩ. გ. 76°48′00″ დ. გ. |
დაარსდა | 1692 |
ფართობი | 480 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 9 მ |
მოსახლეობა | 1,243,072[1] კაცი (2019) |
სიმჭიდროვე | 1 358 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 |
ოფიციალური საიტი | http://www.ksac.gov.jm/ |
ქალაქი დაარსდა 1692 წელს დიდი ბრიტანელების მიერ. 1872 წელს ქალაქში იამაიკის ადმინისტრაცია მდებარეობდა. დედაქალაქის სტატუსი მიიღო 1962 წელს, დამოუკიდებლობის სტატუსის მიღებისთანავე, დაარსებიდან 300 წლისთავზე. ქალაქის ღარიბულ უბნებში წარმოიქმნა რეგი - ახალი მუსიკალური ჟანრი, რომელიც სკის პრინციპებზეა შექმნილი და წარმოადგენს აფრიკული, ევროპული და ლათინოამერიკული მუსიკის სინთეზსს. კინგსტონი ორი ნაწილისაგან შედგება — ქალაქის ისტორიული ცენტრი და ახალი კინგსტონი. ორივე მათგანს ემსახურება ნორმან მანლის საერთაშორისო აეროპორტი, აგრეთვე შედარებით პატარა ტინსონ პენის აეროდრომი.
2001 წლის მონაცემებით კინგსტონის რაიონის მოსახლეობა იყო 96,052. ქალაქს აღმოსავლეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით მხოლოდ სანტ-ანდრიუ ესაზღვრება.
1976 წლის იანვარში კინგსტონში სახელმწიფოთშორისო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის შედეგადაც, დღესღდეისობით, მთელ მსოფლიოში მოქმედებს იამაიკის სავალუტო სისტემა. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში 1,243,072 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა უმრავლესობას აფრიკული წარმოშობის ხალხი და მეტისები შეადგენენ. სახელმწიფო ენა ინგლისურია, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა ადგილობრივ დიალექტზე საუბრობს.