From Wikipedia, the free encyclopedia
კლავდიუსების (ლათ. Claudii, gens Claudia) — საბინური წარმოშვების პატრიციული გვარი ერთ-ერთი უძველესია ძველ რომში. ვარაუდობენ რომ, გვარი კლავდიუსი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Claudeo, რაც კოჭლობას ნიშნავს, შესაძლოა პირველი კლავდიუსი კოჭლი იყო.
რომაული გვარები |
ანტონიუსების გვარი |
ემილიუსების გვარი |
კლავდიუსების გვარი |
კორნელიუსების გვარი |
იულიუსების გვარი |
ცეცილიუსების გვარი |
ვალერიუსების გვარი |
ფაბიუსების გვარი |
იუნიუსების გვარი |
მანლიუსების გვარი |
გადმოცემის თანახმად ამ გვარის პირველი წარმომადგენელი საბინელი იყო. ძვ. წ. 504 წელს იგი გადმოსახლდა რომში თავისი მრავალრიცხოვანი კლიენტებითურთ[1]. აპიუსს და მის თანამგზავრებს რომაელებმა მისცეს მოქალაქეობა და მდინარე ანიენის გაღმა მიწები. შემდეგ აპიუსის მიწებში კიდევ ჩასახლდა ხალხი და შეიქმნა კლავდიუსის ტრიბი. აპიუსი სენატორადაც აირჩიეს.
კლავდიუსების გვარის უფროს ვაჟებს ტრადიციისამებრ საუკუნეებგის განმავლობაში არქმევდნენ აპიუსს. კლავდიუსები რესპუბლიკის პერიოდში ხშირად იყვნენ მაგისტრატუსები. სწორედ ამ გვარის წარმომადგენლები გახდნენ იმპერატორთა პირველი დინასტიის წარმომადგენლები. უკანასკნელი კლავდიუსი იმპერატორი იყო ნერონი, რომლის სიკვდილის შემდეგ ძირითადი შტო შეწყდა.
კლავდიუსების გვარში სამი ძირითადი შტო იყო:
ნერონის სიკვდილის შემდეგ კლავდიუსების ძირითადი შტო შეწყდა.
ამ გვარის სხვა ცნობილი წარმომადგენლები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.