კოდორის ხეობა
From Wikipedia, the free encyclopedia
კოდორის ხეობა (აფხ. Кәыдырҭа) — მდინარე კოდორის ზემო დინების ხეობის მონაკვეთი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც დე-ფაქტო საზღვრის ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობასა და სეპარატისტთა და რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის. ხეობის ზემო ნაწილი, დასახლებული სვანებით, აფხაზეთის ერთადერთი კუთხე იყო 1993 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა და რომელსაც ოფიციალურად ზემო აფხაზეთს უწოდებს. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას საქართველოს ხელისუფლებამ მასზე კონტროლი დაკარგა.[1]