კოკი
სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. / From Wikipedia, the free encyclopedia
კოკი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კოკი, ხურჩა). მდებარეობს მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე.
სოფელი | |
---|---|
კოკი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
თემი | კოკი |
კოორდინატები | 42°28′49″ ჩ. გ. 41°42′24″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 887[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელი კოკი ზუგდიდიდან დასავლეთით შავიზღვისპირეთის მიმართულებით 15 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. სოფლის ძირითადი ნაწილი მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს არის გაშენებული, ხოლო მარჯვენა ნაპირზე კოკში შემავალი პატარა სოფელი ხურჩა მდებარეობს. კოკში ენგურის ძირითადი დინების გარდა, მისგან გამომავალი ტოტები: პატარა ენგური და გაჭედილი ენგური გაედინება. სოფლის სახელწოდებაც ამ მდინარესთანაა დაკავშირებული. სოფლის თავსა და ბოლოში ხმელეთის სიღრმეზე იჭრება მდინარის შენაკადები, რომელსაც მეგრელები „ნოღელას“ უწოდებენ, სწორედ ეს შენაკადები ქმნიან „კოკიას“, (მეგრულად კუნძული) ნიშანდობლივია, რომ სოფლის სახელწოდებაც აქედან იშვა. წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნიდან.
კოკში, სოფლის სასაფლაოსთან დგას წმინდა გიორგის სახელობის ახლად აღდგენილი ეკლესია, რომელშიც ჩაშენებულია ძველი ეკლესიის კედლის ნაწილი და ერთი მოჩუქურთმებული ქვა. ადგილობერივები ამ ეკლესიას XI საუკუნის ძეგლად მიიჩნევენ.[2]
კოკის საკრებულოში შედის პატარა კოკი, სადაც სოფელ ორსანტიის საზღავრთან, სახუბუოს უბანში, ე.წ. „გაჭედილი ენგურის“ მარჯვენა მხარეს არის ღვთისმშობლის ნასაყდარალი. ამ უბანს კადარესაც ეძახიან.[3]