From Wikipedia, the free encyclopedia
კოლუმბიის პრეზიდენტი (ესპ. Presidente de la República de Colombia) — კოლუმბიის სახელმწიფო მეთაური. პრეზიდენტის თანამდებობა დადგენილ იქნა 1819 წლის დეკემბერში მიღებული კონსტიტუციით. ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, გენერალმა სიმონ ბოლივარმა[1] თანამდებობა 1819 წელს ჩაიბარა. თავდაპირველად პრეზიდენტის თაბამდებობა თვითგამოცხადებული იყო, ხოლო შემდეგ უკვე კონგრესის რატიფიცირებით იღებდა.
კოლუმბიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ივან მარკესია, 2018 წლის 7 აგვისტოდან.
კოლუმბიის 1991 წლის კონსტიტუციის, 188-ე მუხლის მიხედვით: კოლუმბიის პრეზიდენტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური და ქვეყნის უმაღლესი აღმასრულებლი ორგანოა. ქვეყნის პრეზიდენტი ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა. კოლუმბიის კონსტიტუციაზე ფიცის დადების შემდეგ, ის ვალდებულია უზრუნველყოს და დაიცვას კოლუმბიელი ხალხის უფლებები და თავისუფლება.
კოლუმბიის 1991 წლის კონსტიტუციის, 115-ე მუხლის მიხედვით: ქვეყნის მთავრობა ყალიბდება კოლუმბიის პრეზიდენტის, კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტის, კოლუმბიის მინისტრთა საბჭოსა და კოლუმბიის ადმინისტრაციული დეპარტამენტებისგან.
კოლუმბიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი აირჩევა ყოველ ოთხ წელში ერთხელ. პრეზიდენტის ხელახლა არჩევა ნებადართული არ იყო 2005 წლის 24 ნოემბრამდე, სანამ კოლუმბიის კონგრესმა კონსტიტუციაში ცვლილება არ შეიტანა და მეორედ არჩევის ნება არ დართო პრეზიდენტებს.
2010 წელს კოლუმბიის საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა რეფერენდუმი, უნდა შესძლებოდა თუ არა პრეზიდენტს ზედიზედ მესამედ არჩევა. რეფერენდუმის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტის სამჯერ არჩევა არაა დაშვებული, მაშინაც კი თუ კანდიდატი ზედიზედ მესამედ არ ირჩევა.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.