![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/05/Commander_Islands_Map_-_Russian.png/640px-Commander_Islands_Map_-_Russian.png&w=640&q=50)
კომანდორის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
კომანდორის კუნძულები (რუს. Командорские острова) — ოთხი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი წყნარი ოკეანის ბერინგის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციულად შედის რუსეთის კამჩატკის მხარის ალეუტის რაიონის შემადგენლობაში. ფართობი 1846 კმ². მოსახლეობა 718 ადამიანი (2018). სახელი ეწოდა კომანდორ ვიტუს ბერინგის პატივსაცემად, რომელმაც კუნძულები 1741 წელს აღმოაჩინა. არქიპელაგის ყველაზე მოზრდილ — ბერინგის კუნძულზეა ზღვაოსნის საფლავი. კომანდორის კუნძულები რუსული და ალეუტური კულტურის შერევის ადგილია.
სწრაფი ფაქტები გეოგრაფია, მდებარეობა ...
![]() | |
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | ბერინგის ზღვა |
კოორდინატები | 54°45′ ჩ. გ. 167°00′ ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 4 |
ფართობი | 1846 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 755 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 718 (2018) |
სიმჭიდროვე | 0,39 /კმ² |
დახურვა