From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინ ბრინკუში (ასევე ბრანკუზი, რუმ. Brâncuşi/Brîncuşi, ფრანგ. Brancus; დ. 21 თებერვალი, 1876 — გ. 16 მარტი, 1957) — რუმინელი სკულპტორი. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „უსასრულო სვეტი“.
სწავლობდა სახვითი ხელოვნების სკოლებში ბუქარესტსა (1898–1902) და პარიზში (1904–1907). ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი პარიზში მუშაობდა. ოგიუსტ როდენის გავლენით მისი სტილი ნატურალისტური რეპრეზენტაციიდან სტილიზებულ ელეგანტურ ფორმებში გადადის. როდენს შეუთავაზებია კიდეც მისი შეგირდი ყოფილიყო, თუმცა ბრინკუშს განუცხადებია — დიდი ხის ძირში მეორე ხე ვერ გაიხარებსო.[13] ბინკუში ერთ-ერთი პირველი სკულპტორთაგანი იყო, რომელმაც აბსტრაქტული ხელოვნებით ექსპერიმენტირება დაიწყო. დროთა განმავლობაში მისი ნამუშევრები უფრო დახვეწილი და ნაკლებად ფიგურატიული ხდება, იმ დონემდე, რომ ბოლოს თავდაპირველი ობიექტის მხოლოდ შიშველი ჩონჩხიღა რჩება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.