From Wikipedia, the free encyclopedia
კორუნდი — მინერალი, კრისტალური α-ალუმინის ოქსიდი (Al2O3), ტრიგონალური სინგონიით.
კორუნდი | |
---|---|
კორუნდის მრავალფეროვანი სახეები | |
საერთო | |
კატეგორია | ოქსიდი მინერალი - ჰემატიტების ჯგუფი |
ქიმიური ფორმულა | Al2O3 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | ცისფერი, წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ნაცრისფერი |
კრისტალოგრაფია | ბიპირამიდალური, პრიზმატული, რომბოედრული კრისტალები, მასიური ან გრანულირებული |
კრისტალის სინგონია | ტრიგონალური |
მინერალის მონატეხი | ნიჟარისებულიდან ხიწვისებურამდე |
სიმაგრე მოოსის სკალით | 9 |
მინერალის ელვარება | მინისებური |
ხაზის ფერი | თეთრი |
სიმკვრივე | 3,9—4,1 კგ/მ³ |
ლღვობის ტემპერატურა | 2044 °C°C |
Fusibility | არალღვობადი |
ხსნადობა | უხსნადი |
სხვა მახასიათებლები | შეუძლია ფლუორესცენცია ან ანათებს ულთრაიისფერ სხივებქვეშ |
გვხვდება როგორც ცალკეული ისე ერთად შეზრდილი კასრისებური კრისტალების ჯგუფების სახით.
კორუნდს როგორც მინერალური სახეობას გააჩნია შემდეგი ნაირსახეობები:[1]
მსხვილი კარგად წარმოქმნილი კრისტალები მოიპოვება როგორც საკოლექციო ექსპონატი.
აბრაზივის სახით ფართოდ გამოიყენება ხელოვნური კორუნდი, რომელიც მიიღება თიხამიწის ნედლეულის თერმული დამუშავებით. კორუნდისაგან მზადდება მჭრელი დისკები და ელექტრო კუთხური სახეხი მანქანებისთვის. ხელოვნური კორუნდი ადრე გამოიყენებოდა კორუნდის ნემსების დასამზადებლად (ძვირი ალმასის მაგივრად) — გრამპლასტინკების ჩანაწერების წარმოებისათვის.
ანდალუზიტი, სილიმანიტი, რუტილი, დიასპორი, გიბსიტი, ბემიტი, შპინელი, სერპენტინი, ნეფელინი, შპატები, ქლორიტი, მაგნეტიტი.
ტიპური გიპოგენური მინერალია. გვხვდება მაგმატურ ქანებში, ღარიბ სილიციუმმიწა ქანებში (სიენიტის ტიპის, ნეფელინურ სიენიტებში). მსხვილი კრისტალები მდებარეობენ პეგმატიტებში, რომლებიც გენეტიკურად კავშირშია აღნიშნულ მთის ქანებთან. მარცვლები და მეტაკრისტალები რომლებიც აღწევენ 10 სმ-ის დიამეტრს, დამახასიათებელია ღრმა მეტამორფიზმის სტადიის მეტამორფული ქანებისათვის — გნეისებისთვის, ძოწის ამფიბოლიტებისათვის, გრანულიტებისათვი. ასევე წარმოიქმნება თიხამიწით მდიდარი დანალექი ქანების კონტაქტურ-მეტამორფული ცვლილებებით. ძვირფასი ქვების ძირითად მასას პოულობენ ქვიშრობებში.
ტექნიკური კორუნდს მიიღებენ ბოქსიტების თერმული დამუშავებით.
საბადიები: ზანსკარი (შტ. ქაშმირი), ინდოეთი; ბალანგოდის, რაკვანის და რატნაპურის ახლოს - შრი-ლანკა; ადამის ხიდი — კლდეთა გრეხილი, ჭალები და ქვიშრობი ინდოეთსა და შრი-ლანკას შორის; ამბუსიტრა, კ. მადაგასკარი; მოგოკის მარმარილოები, ბირმა; ტაილანდი; კ. ნაკსოსი, საბერძნეთი; ბანკროფტი, კრეიგმონტი, რენფრუ (შტ. ონტარიო) — კანადა; ნორვეგია; კორტლანდი (შტ. ნიუ-იორკი), აშშ. რუსეთში: სინგაგოის (კრასნოიარსკიდ მხარე), ილმენსის მთები და ვიშნოვიე მთები (ჩელიაბინსკის ოლქი, ურალი), რაი-იზის მასივი, «კოსოი ბროდი», შუა ურალი, კარელია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.