From Wikipedia, the free encyclopedia
კორჩის ოლქი (ალბ. Qarku Korçë) — ოლქი ალბანეთის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში. ფართობით იგი პირველ ადგილს იკავებს ქვეყნის 12 ოლქს შორის, მოსახლეობის რაოდენობით კი მეშვიდეა. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება მაკედონია, სამხრეთ-აღმოსავლეთით საბერძნეთი, ჩრდილო-დასავლეთით ელბასანის, დასავლეთით ბერატის, სამხრეთ-დასავლეთით კი გიროკასტრის ოლქები. დაყოფილია ექვს მუნიციპალიტეტად: კორჩა, დევოლი, კოლონია, მალიკი, პოგრადეცი და პუსტეცი. მუნიციპალიტეტები საერთო ჯამში 37 ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებენ.[3]
ოლქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კორჩის ოლქი | |||||
| |||||
ქვეყანა | ალბანეთი | ||||
ადმ. ცენტრი | კორჩა | ||||
შიდა დაყოფა | დევოლის რაიონი, Kolonjë District, Korçë District და Pogradec District | ||||
კოორდინატები | 40°35′00″ ჩ. გ. 20°40′00″ ა. გ. | ||||
ფართობი | 3711.0 კმ² | ||||
მოსახლეობა | 197 303 (1 იანვარი, 2022)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1[2] | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.korcaregion.com/ | ||||
| |||||
ოლქის ფართობი 3 711 კმ²-ია. მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ალბანეთს. ოლქის ისტორიული, ეკონომიკური და ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კორჩა. სიდიდით მეორე ქალაქია ოჰრიდის ტბაზე მდებარე პოგრადეცი. ოლქის მთელი ტერიტორია მთითაა დაფარული. უმაღლესი წერტილია გრამოსი, ზღვის დონიდან 2523 მ-ზე. კორჩაში სათავეს იღებს ცენტრალური და სამხრეთ ალბანეთის მნიშვნელოვანი მდინარეები: შკუმბინი, დევოლი და ოსუმი.
ალბანეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის სამინისტრო უამრავ ბუნებრივ ობიექტს და დაცულ ტერიტორიას იცავს კორჩის ოლქში.[4] ოჰრიდ-პრესპას ტერიტორიასთან ერთად, რომელიც 2014 წელს იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა. მორავიის მთებში განლაგებული დრენოვა-სინიკას დაცული ტერიტორია (ყოფილი დრენოვას ეროვნული პარკი) და პრესპას ეროვნული პარკი ოლქის უდიდეს ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს. მათ ალბანეთის დაცული ტერიტორების ეროვნული სააგენტო მფარველობს.
2021 წლის მონაცემებით, კორჩის ოლქში ცხოვრობს 202 193 ადამიანი.[5] 2011 წლის ბოლო ეროვნული აღწერის მიხედვით, კორჩის ეთნიკურ ჯგუფებში შედიან ალბანელები, ბერძნები, მაკედონელები, მონტენეგროელები, სომხები, ბოშები, ეგვიპტელები. რაც შეეხება რელიგიას, ოლქში მცხოვრებთა უმრავლესობა მუსლიმია. არსებობს მართლმადიდებელ ქრისტიანთა მნიშვნელოვანი უმცირესობაც.
კორჩის ოლქის საბჭო (ალბ. Këshilli i Qarkut) 71 წევრისგან შედგება.
2009-2013 წლებში ალბანეთის პარლამენტის 140 წევრიდან 12 კორჩის ოლქს წარმოადგენდა.
რელიგია კორჩის ოლქში (2011 წლის აღწერა) | ||||
---|---|---|---|---|
რელიგია | პროცენტი | |||
მუსლიმი | 58.98% | |||
მართლმადიდებელი | 16.25% | |||
უპასუხოდ | 10.25% | |||
მორწმუნე კონფესიის გარეშე | 8.38% | |||
ათეისტი | 3.61% | |||
ბექთაში | 2.07% | |||
კათოლიკე | 1.13% | |||
ევანგელისტი | 0.08% | |||
ქრისტიანი | 0.06% | |||
სხვა | 0.01% |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.