კრაკოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრაკოვი (პოლ. Kraków), სრული სახელი: სამეფო დედაქალაქი კრაკოვი (პოლ. Królewskie Stołeczne Miasto Kraków) — ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი პოლონეთში, მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნეული[1]. იგი მდებარეობს ზემო ვისლას სანაპიროზე მცირე პოლონეთში, დედაქალაქიდან სამხრეთით 250 კმ-ში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კრაკოვი Kraków | |||||
მთავარი ბაზარი სუკიენიცათი. ასევე: ვაველი, ბარბაკანი, წმ. მარიამის ეკლესია, წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესია და მაიუსის კოლეგია | |||||
| |||||
ქვეყანა | პოლონეთი | ||||
სავოევოდო | მცირე პოლონური სავოევოდომცირე პოლონური სავოევოდო | ||||
კოორდინატები | 50°03′41″ ჩ. გ. 19°56′18″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Jacek Majchrowski | ||||
დაარსდა | უცნობი | ||||
პირველი ხსენება | 965 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1257 | ||||
ფართობი | 326,8 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 219 მ | ||||
ოფიციალური ენა | პოლონური ენა | ||||
მოსახლეობა | 754,854 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 2,308.4 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1.25 მილიონი | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +48 12 | ||||
საფოსტო ინდექსი | 30-024, 31-962 | ||||
საავტომობილო კოდი | KR | ||||
ოფიციალური საიტი | krakow.pl | ||||
კრაკოვი ისტორიულად იყო ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურული და ხელოვნების ცენტრი. 1038 წლიდან 1596 წლამდე იყო პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი და დღესაც მრავალთა მიერ მიიჩნევა ქვეყნის გულად, საკუთარი ათასწლოვანი ისტორიის წყალობით. 1846 წლიდან 1918 წლამდე ეს დასახლება წარმოადგენდა კრაკოვის დიდი საჰერცოგოს ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქი ასევე მალოპოლსკის სავოევოდოს დედაქალაქია 1999 წლიდან, მანამდე კრაკოვის სავოევოდოს დედაქალაქი იყო XIV საუკუნიდან. კრაკოვი ასევე რეგიონისა და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრია, წელიწადში 2 მილიონზე მეტი მნახველით.
ქალაქის სიახლოვეს აღმოჩენილი უძველესი ნასახლარები ქვის ხანით თარიღდება. კრაკოვის როგორც დასახლების მოხსენიება ხდება 965 წლიდან, ქალაქის სტატუსი კი მიენიჭა 1257 წელს. პოლონეთის მეორე რესპუბლიკის არსებობის დროს აქ გაიხსნა რამდენიმე ახალი უნივერსიტეტი, კრაკოვი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კულტურულ როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრბაში. ქალაქში მცხოვრებთათვის განსაკუთრებით რთული იყო გერმანელების მმართველობის პროცესი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ამ ტერიტორიიდან მრავალი ებრაელი გადაიყვანეს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში, მათი უმრავლესობა მოხვდა ოსვენციმში.
2009 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 754 854 კაცს.