კრკი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრკი (გერმ. Vegl; ლათ. Curicta; იტალ. Veglia; დალმაც. Vikla; ძვ. ბერძნ. Κύρικον, Kyrikon) — ხორვატიის კუნძული ჩრდილოეთ ადრიატიკის ზღვაში. მდებარეობს რიეკას მახლობლად კვარნერის უბეში და შედის პრიმორიე-გორსკი-კოტარის მხარეში.
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: Krk, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: Krk | |
---|---|
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 45°04′ ჩ. გ. 14°36′ ა. გ. |
ფართობი | 405.78 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
568 მ ობზოვა |
ოლქი | პრიმორიე-გორსკი-კოტარი |
უდიდესი ქალაქი | კრკი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 19,286 |
სიმჭიდროვე | 44 /კმ² |
დახურვა
მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა, რომ კრკი 405.78 კმ² ფართობით იყო ადრიატიკის უდიდესი კუნძული,[1][2] თუმცა ბოლო გამოთვლებით მეზობელ კუნძულ ცრესსაც იგივე ფართობი აქვს. სამაგიეროდ კრკი ადრიატიკის ყველაზე დასახლებულ კუნძულს წარმოადგენს, მასზე 19,286 (2011) ადამიანი ცხოვრობს.