ლედა (თანამგზავრი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლედა (ძვ. ბერძნ. Λήδα), იუპიტერ XIII — პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. პლანეტიდან დაშორებულია 11 165 000 კმ-ით, გარემოქცევის პერიოდია 240 დღე 12 სთ, დიამეტრი — დაახლოებით 20 კმ, ვარსკვლავიერი სიდიდე — 19.5 მ. ორბიტას აქვს ექსცენტრისიტეტი 0,15 და მიდრეკილება ლოპლასის სიბრტყეზე 27,5°. მიეკუთვნება ჰიმალიის ჯგუფს.
თანამგზავრი ლედა აღმოაჩინა ჩარლზ თომას კოვალმა 1974 წლის 14 სექტემბერს, ფოტოგრაფიულ ფირფიტებზე, რომლებიც სამი დღით ადრე იყო გამოფენილი პალომარის ობსერვატორიაში (11-დან 13 სექტემბრამდე; ლედა იყო აღბეჭდილი ყველაზე)[1]. აქედან გამომდინარე, აღმოჩენის ოფიციალური თარიღია 1974 წლის 11 სექტემბერი. თანამგზავრს სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის ზევსის სატრფოს ლედას სახელის მიხედვით. კოვალმა შესთავაზა სახელი და საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა 1975 წელს.