From Wikipedia, the free encyclopedia
ლეონტიოსი (ან ლეონტიუსი; ბერძ. Λεόντιος; ლათ. LEONTIVS; დ. 676[1] — გ. 15 თებერვალი, 706[2]) — ბიზანტიის იმპერატორი 695-698 წლებში. ე. წ. „ოცწლიანი ანარქიის” დროს. წარმოშობით ისავრიელი. ანატოლიის ჯარის სტრატეგოსი. გაურკვეველი დანაშაულის გამო იუსტინიანე II-მ სამი წლით ციხეში გამოკეტა. წყაროების თანახმად, მას იმპერატორობას უწინასწარმეტყველებდნენ. 695 წელს, ხალხის მხარდაჭერით, დაამხო იუსტინიანე II. ამ უკანასკნელს, ახალი იმპერატორის ბრძანებით მოაჭრეს ცხვირი, რის შემდეგაც ყირიმში გადაასახლეს. 697 წელს არაბებმა კართაგენი აიღეს და ბიზანტიის მთელი აფრიკული პროვინციები დაიპყრეს. არმიამ მხარი დაუჭირა ერთ-ერთ არქონტს, აფსიმარს. მან ლეონტიოსის დამხობა შეძლო. ყოფილ იმპერატორს ცხვირი მოაჭრეს და მონასტერში გამოკეტეს. ახალი იმპერატორი ტიბერიუს III-ის სახელით გამეფდა. 705 წელს იუსტინიანე II-მ კვლავ დაიბრუნა ტახტი და ლეონტიოსიც და ტიბერიუსიც სიკვდილით დასაჯა.
ლეონტიოსი | |
---|---|
Λεόντιος | |
ლეონტიოსის ოქროს სოლიდუსი | |
ბიზანტიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 695 |
მმართ. დასასრული: | 698 |
წინამორბედი: | იუსტინიანე II |
მემკვიდრე: | ტიბერიუს III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 676[1] |
გარდ. თარიღი: | 15 თებერვალი, 706[2] |
დინასტია: | დინასტიის გარეშე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.