From Wikipedia, the free encyclopedia
ლუის ალან „ლუ“ რიდი (ინგლ. Lewis Allen "Lou" Reed, დ. 2 მარტი, 1942 — გ. 27 ოქტომბერი, 2013) — ამერიკელი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ფოტოგრაფი.[1] ცნობილია, როგორც ჯგუფ The Velvet Underground-ის გიტარისტი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი, ისევე, როგორც საკუთარი სოლო-კარიერით, რომელიც რამდენიმე ათწლეულს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ The Velvet Underground 1960-იანების კომერციული წარუმატებლობა იყო, მან მნიშვნელოვანი საკულტო სტატუსი შეიძინა შემდგომ წლებში და იქცა თავისი ეპოქის ერთ-ერთ გავლენიან ჯგუფად.[2] როგორც The Velvet Underground-ის სიმღერების ავტორი, რიდი წერდა პირად გამოცდილებაზე, რაც იმ პერიოდში როკ-ენ-როლში იშვიათად განიხილებოდა (სიმღერების თემებს შორის იყო სექსუალურობა და ნარკოტიკების კულტურა).
ლუ რიდი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლუის ალან რიდი |
დაბ. თარიღი |
2 მარტი, 1942 ბრუკლინი, ნიუ-იორკი |
დაბ. ადგილი | ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ |
გარდ. თარიღი | 27 ოქტომბერი, 2013 (71 წლის) |
გარდ. ადგილი | საუთჰემპტონი, ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | როკი, ექსპერიმენტული როკი, არტ-როკი, პროტოპანკი, ნოიზი, დროუნი, ფსიქოდელიური როკი, ფოლკ-როკი, გლემ-როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, ფოტოგრაფი |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1964–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | loureed.com |
ლუ რიდი ვიკისაწყობში |
ჯგუფიდან წასვლის შემდეგ 1971 წელს რიდმა სოლო-კარიერა დაიწყო. შემდეგ წელს მისი სიმღერა „Walk on the Wild Side“ ჰიტად იქცა, თუმცა მეინსტრიმული წარმატება მუსიკოსს არ ჰქონია.[3] რიდი გამოირჩევა ვოკალით, პოეტური ტექსტებით და „სირაქლემის გიტარის“ ტერმინის გამოგონებით.
2008 წელს რიდმა იქორწინა მომღერალ ლორი ანდერსონთან.[4]
ლუ რიდი 2013 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა, 71 წლის ასაკში.[5][6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.