From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი დავიდ რილი (ინგლ. Louis Riel) (დ. 22 ოქტომბერი, 1844 — გ. 16 ნოემბერი, 1885) — კანადელი პოლიტიკური მოღვაწე, პროვინცია მანიტობას დამფუძნებელი და კანადის პრერიების მეტისთა ლიდერი.[1] მან მეთაურობა გაუწია კანადის მთავრობას და მის პირველ პოსტ-კონფედერატ ლიდერს ჯონ ა.მაკდონალდს. რილის მთავარი მიზანი იყო მეტისი ერის კულტურის და თვითმყოფადობის შენარჩნება კანადის გავლენის გაზრდის პირობებში. კანადაში მას ხშირად აღიქვამენ როგორც ეროვნულ გმირს.მისი პირველი აჯანყება მთავრობის წინააღმდეგ იყო წითელი მდინარის აჯანყება 1869–1870 წლებში. [2]
რილის მიერ შექმნილმა დროებითმა მთავრობამ შემოიშუვა უფლებები და ვალდებულებები, რომელთა თანახმად მანიტობას პროვინცია შეიერთდა კანადის კონფედერაციას. [3] რილი იძულებული გახდა გადახიზნულიყო აშშ-ში აჯანყების დროს მისი თანამოაზრის, ტომას სკოტის სიკვდლით დასჯის გამო. [4] მიუხედავად ამისა მას მიიჩნევენ ”მანიტობას მამად”. [5]
როგორც ლტოლვილი იგი რამდენიმეჯერ აირჩიეს კანადის გაერთიანებულ ერთა სახლში, თუმცა იგი იქ ნამყოფიც კი არ იყო. ამავე პერიოდში მყარდება მისი რჩეულოის, განუმეორებლობის ვარაუდი, რამაც შემდგომში დიდი როლი ითამაში შემდგომ მოქმედებებში.იგი დაქორწინდა 1881 წელს და მას ეყოლა ორი ვაჟი. რიეტი დაბრუნდა დღევანდელ სასკაჩევანის პროვინციაში, სადაც წარმოადგენდა მეტისთა ინტერესებს კანადის მთავრობაში. მისი ეს მოქმედება გადაიზარდა სამხრედრო კონფრონტაციაში, რომელიც დღეს ცნობილია როგორც 1885 წლის ჩრდილო-დასავლეთ აჯანყების სახელით.ეს ჯანყება დასრულდა რიელტის დაპატიმრებით და მისი სიკვდილით დასჯით. იმის გამო, რომ კანადის ფრანგულენოვან რეგიონებში რიერს საკმაოდ დადებითად აღიქვამდნენ, მისმა დასჯამ გამოიწვია ურთიერთობების გაფუჭება კვებეკსა და ინგლისურენოვან კანადას შორის. მიუხედავად იმისა, რომ მას ხან აღიქვამენ როგორც კანადის კონფედერაციის მამად, ხან კი როგორც მოღალატეს, იგი დღემდე რჩება კანადის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ, საკამათო და დრამატულ ფიგურად.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.