From Wikipedia, the free encyclopedia
ლუის ვოლტერ ალვარესი (ინგლ. Luis Walter Alvarez; დ. 13 ივნისი, 1911, სან-ფრანცისკო — გ. 1 სექტემბერი, 1988, ბერკლი) — ამერიკელი ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, გამომგონებელი და პროფესორი რომელიც 1968 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში. „ამერიკული ფიზიკის ჟურნალი“ მასზე წერდა: „ლუისი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ბრწყინვალე და პროდუქტიული ექსპერიმენტატორი ფიზიკოსი“.[21]
ლუის ვოლტერ ალვარესი დაიბადა 1911 წლის 13 ივსნისს სან ფრანცისკოში. ლუისი იყო ფიზიკოსი ვოლტერ ალვარესის და მისი მეუღლის ჰარიტ სმიტის მეორე შვილი. მას ჰყავდა უფროსი და გლადისი, უმცროსი ძმა ბობი და უმცროსიდ და ბერნისი.[22] მისი დეიდა მაბელ ალვარესი იყო კალიფორნიელი მხატვარი, რომელიც მუშაობდა ზეთის საღებავებით.[23]
1918-1924 წლებში ლუისი ესწრებოდა მედისონის სკოლის გაკვეთილებს, ხოლო შემდგომ პერიოდში იგი შევიდა სან ფრანცისკოს უმაღლესი პოლიტექნიკურ სკოლში.[24] 1926 წელს მისი მამა გახდა მაიოს კლინიკის მკვლევარი და ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა როჩესტერში სადაც ლუისი ესწრებოდა როჩესტერის უმაღლესი სკოლის გაკვეთილებს. მას ყოველთვის სურდა კალიფორნიის უნივერსიტეტში შესულიყო, თუმცა მისი მასწავლებლების მოწვევით მან ჩიკაგოს უნივერსიტეტი არჩია,[25] სადაც მან 1932 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი, 1934 წელს მაგისტრის ხარისხი, ხოლო 1936 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.[26]
ალვარესი იყო აგნოსტიკოსი.[27]
ლუის ვოლტერ ალვარესი გარდაიცვალა 1988 წლის 1 სექტემბერს საყლაპავი მილის კიბოს ბოლოდროინდელი ოპერაციების შედეგად მიღებული გართულებების გამო.[28] მისი გვამს ჩაუტარდა კრემაცია და მისი ფერფლი გაიფანტა მონტერეის ყურეში.[29] მისი ნამუშევრები ინახება ბანკფორტის ბიბლიოთეკაში (კალიფორნიის უნივერსიტეტში).[30]
საკუთარ ავტობიოგრაფიაში ალვარესმა თქვა: „მე ვფიქრობ, რომ მე მქონდა ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კარიერა, ერთი მეიერება ხოლო მეორე — ავიაცია.“ მან ფრენა 1933 წელს ისწავლა. მომდევნო 50 წლის განმავლობაში მან დაახლოებით 1000 საათი ფრენაში გაატარა (უმეტესად როგორც პილოტი).[31]
ალვარესს არაერთი პროფესიული წვლილი აქვს შეტანილი ავიაციის განვითარებაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მან მრავალი საავიაციო ტექნოლოგიის განვითარება შეძლო.
მისი კარიერის გვიან პერიოდში იგი სამოქალაქო და სამხედრო ავიაციასთან დაკავშირებულ მრავალ მაღალი დონის საკონსულტაციო კომიტეტში მუშაობდა (მათში შედიოდა ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია „FAA“).
ალვარესი 1939 წელს გახდა ფიზიკოსთა ამერიკული საზოგადოების წევრი, ხოლო 1969 წელს — ამავე დაწესებულების პრეზიდენტი.[24] აგრეთვე იგი იყო: ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1947),[32] ფილოსოფოსთა ამერიკული საზოგადოების წევრი (1953),[33] ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული საზოგადოების წევრი (1958) და [34] ეროვნული საინჟინრო აკადემიის წევრი (1969).[35]
ჯილდოებიდან მას მოპოვებული აქვს: მერიტის მედალი (1947),[36] ალბერტ აინშტაინის ჯილდო (1961),[26] მეცნიერების ეროვნული მედალი (1963),[37] მაიკელსონის ჯილდო (1965),[38] ნობელის პრემია ფიზიკის დარგში (1968)[26] და ჩიკაგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის მედალი (1978).[39]
ალვარესი 1960 წელს გახდა „კალიფორნიის წლის მეცნიერი“. აგრეთვე 1978 წელს შეუერთდა გამომგონებელთა ეროვნულ დიდების დარბაზს[40].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.