ლუნდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუნდი (შვედ. Lund) — ქალაქი სამხრეთ შვედეთში, სკონეს პროვინციაში, ლუნდის მუნიციპალიტეტის ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 82 800 ადამიანია, მთლიანი მუნიციპალიტეტის კი 110 824.[1]
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ლუნდი შვედ. Lund | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 55°42′00″ ჩ. გ. 13°12′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | X საუკუნე | ||
ფართობი | 25,75 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 30 მეტრი | ||
მოსახლეობა | 82 800 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 3 215 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 046 | ||
საფოსტო ინდექსი | 22X XX | ||
ოფიციალური საიტი | lund.se | ||
დახურვა
მიჩნეულია, რომ ქალაქი 990 წელს დაარსდა, როდესაც სკონე დანიას მიეკუთვნებოდა. სულ მალე ის ბალტიის ზღვის რეგიონის მთავარი ქრისტიანული ცენტრი გახდა, იმ დროს, როდესაც ქრისტაინული მისიებისთვის ეს არეალი ჯერ კიდევ საზღვრად რჩებოდა. 1103 წლისთვის ქალაქი არქისაეპისკოპოსო ცენტრი იყო. ცენტრალურ ნაწილში აღმართულია ლუნდის კათედრალი, რომელიც 1090-1145 წლებშია აგებული.
1666 წელს დაარსებული ლუნდის უნივერსიტეტი დღეისათვის სკანდინავიის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინსტიტუციაა.[2][3][4]