მაგნიტოსფერო
From Wikipedia, the free encyclopedia
მაგნიტოსფერო — სივრცე ასტრონომიულ ობიექტთან ახლოს, რომელშიც დამუხტულ ნაწილაკებს ამ ობიექტის მაგნიტური ველი აკონტროლებს.[1][2] ობიექტის ზედაპირთან ახლოს მაგნიტური ველის ძალწირები მაგნიტური დიპოლის ძალწირებს წააგავს. ზედაპირიდან შორს ველის ძალწირები შესამჩნევად დამახინჯებულია პლაზმაში (მაგალითად იონოსფეროში ან მზიურ ქარში) მიმდინარე ელექტრული დენის მიერ.[3][4] როდესაც დედამიწაზეა საუბარი, მაგნიტოსფერო შეესაბამება იონოსფეროს გარე ფენას,[3] მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყარო მიიჩნებს, რომ იონოსფერო და მაგნიტოსფერო განცალკევებულები უნდა იყოს.