ჯონ მაიკლ კრაიტონი (ინგლ. John Michael Crichton /ˈkrtən/; დ. 23 ოქტომბერი, 1942 — გ. 4 ნოემბერი, 2008) — ამერიკელი მწერალი, კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის, თრილერისა და სამედიცინო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებით. მისი წიგნები გაყიდულია 200 მილიონ ეგზემპლიარამდე, რომელთა უმეტესობა ადაპტირებული იქნა ფილმებში.

სწრაფი ფაქტები მაიკლ კრაიტონი, დაბადების თარიღი ...
მაიკლ კრაიტონი
ინგლ. Michael Crichton
Thumb
დაბადების თარიღი 23 ოქტომბერი, 1942(1942-10-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი ჩიკაგო[11]
გარდაცვალების თარიღი 4 ნოემბერი, 2008(2008-11-04)[12] [1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [10] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლოს-ანჯელესი, აშშ[11] [13]
ფსევდონიმი Michael Douglas, Jeffery Hudson და John Lange
საქმიანობა სცენარისტი, კინოპროდიუსერი, კინორეჟისორი, რომანისტი, ექიმი-მწერალი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, სამედიცინო ტექსტების ავტორი, ტელე პროდიუსერი, მწერალი[10] , კალათბურთელი[14] , პროგრამისტი[15] და რეჟისორი[16]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ჰარვარდის უნივერსიტეტი[14] , ჰარვარდის კოლეჯი და როსლინის საშუალო სკოლა
ჟანრი მოქმედებითი ფილმი
Magnum opus იურული პარკი
ჯილდოები ედგარ ალან პოს პრემია საუკეთესო რომანისთვის[17] , ოსკარი ტექნიკური მიღწევებისთვის[18] [19] , ჰიუგოს პრემია საუკეთესო დადგმისთვის და პრაიმტაიმის ემის ჯილდო საუკეთესო დრამატული სერიალისთვის[20]
მეუღლე ენ-მარი მარტინი, უცნობი, უცნობი, უცნობი და უცნობი
ხელმოწერა Thumb
საიტი michaelcrichton.com
დახურვა

კრაიტონის ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორც წესი წარმოადგენს მოქმედებითი ჟანრისა და ტექნო-თრილერის ნაზავს, სადაც აღწერილია თანამედროვე ტექნოლოგიები და კაციობრიობის წარუმატებელი ურთიერთქმედება ამ ტექნოლოგიებთან, განსაკუთრებით ბიოტექნოლოგიებთან. აგრეთვე, კრაიტონის წიგნების უმეტესობა მოიცავს სამედიცინო ან სამეცნიერო თემებს, რომლებშიც თავად ავტორის წარსულია ასახული.

ჯონ მაიკლ კრაიტონი დაიბადა 1942 წლის 23 ოქტომბერს, ჩიკაგოში, ილინოისის შტატში[21][22][23] ჟურნალისტ ჯონ ჰენდერსონ კრაიტონის და ზულა მილერ კრაიტონის ოჯახში. ჯონს მწერლობისადმი ინტერესი 14 წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმში გამოაქვეყნა მისი პრიველი ნაწარმოები.[24] 1964 წელს დაამთავრა ჰარვარდის კოლეჯი. ორი წლის შემდეგ გამოაქვეყნა მისი პირველი რომანი „Odds On“.

2008 წლის დასაწყისში მაიკლ კრაიტონი დაავადდა ლიმფობიით.[25] იგი გარდაიცვალა 66 წლის ასაკში, 2008 წლის 4 ნოემბერს ლოს-ანჯელესში.[26][27][28]

მისი ყველაზე განთქმული რომანებია: „შტამი ანდრომედა“ (1969), „სფერო“ (1987), „იურული პარკი“ (1990), „ამომავალი მზე“ (1992), „დაკარგული სამყარო“ (1995), „შიშის სახელმწიფო“ (2004) და სხვა. მისი რეჟისორობითა და სცენარისტობით გამოვიდა რამდენიმე ფილმი: „ველური დასავლეთის სამყარო“ (1973), „კომა“ (1978), „მატარებლის პირველი დიდი ძარცვა“ (1979), „მაყურებელი“ (1981) და „რობოტების ბუნტი“ (1984). მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის: ედგარ პოს პრემია (1969,[29] 1980[29]), აკადემიის ჯილდო (1994),[30] აშშ-ის სცენარისტთა გილდიის ჯილდო (1996),[31] ჯორჯ ფოსტერ პიბოდის პრემია (1994) და ა.შ.

ლიტერატურა

  • Golla, Robert. Conversations with Michael Crichton, University Press of Mississippi, 2011, ISBN 1-61703-013-9
  • Hayhurst, Robert. Readings on Michael Crichton, Greenhaven Press, 2004, ISBN 0-7377-1662-2
  • Kashner, Sam (27 January 2017), "The Hitman", Vanity Fair 679: 172–178 and 194–195
  • Trembley, Elizabeth A. Michael Crichton: A Critical Companion, Greenwood Press, 1996, ISBN 0-313-29414-3

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.